ნოემბრის საღამოა მშვიდი

ფანჯრის ქვემოთ გამათბობელია, რომელზეც ფეხები მაქვს აწყობილი. გარეთ ვიყავი, შემცივდა და ახლა ყვითელ ნაქსოვ ჯემპრსა და სქელ წინდებში ვცდილობ გავთბე. ფანჯარა საკუთარ ანარეკლს მაჩვენებს, რაც ძალიან არ მომწონს, რადგან თმა დიდი ხის ჩხირით მაქვს აწეული, უფრომოდ და არც თუ ისე ლამაზად. ახლა ერთადერთი, რაც მანერვიუელბს ისაა, რომ გიორგობას ტაილანდური ფასტ-ფუდის დაწესებულება არ მუშაობს თურმე, (სხვათაშორის, არც მედიათეკა ვაკის პარკში) და ის, რომ პრეზენტაცია მაქვს მოსამზადებელი, რომლის კეთებაც გუშინ დავიწყე და ამ დრომდე კიდევ არ დამისრულებია.

გუშინ ახალი წიგნით,Sex and the city-ით ხელში მომარჯვებული დავბრუნდი სახლში. ჯერ კითხვა არ დამიწყია, თუმცა წინასწარ ვემზადები, რომ დიდი ინტერესით შევესიო ქერის, სამანტას, შარლოტს და მირანდას 90-იანებში გადამხდარ ისტორიებს. ყველაზე მეტად წიგნის კითხვა სრულ სიმშვიდეში მიყვარს, როცა ირგვლივ არავინაა, წამოვწვები და ჩემთვის გემრიელად ვკითხულობ. დღეს დავაპირე, თუმცა, რა თქმა უნდა, ვერ მოვახერხე: მამაჩემი ახალ ამბებს უყურებდა ბოლო ხმაზე, სახლში სტუმარი გვყავდა, დედაჩემი ტელეფონზე 20 ადამიანს ერთად ელაპარაკებოდა და ჩემი ძმა ოთახში სერიალს უყურებდა. ამ ყველაფრის ხმა კი ჩემს ოთახში აღწევდა და  წარმოდგენასაც არ გირჩევთ, როგორ ხასიათზე ვიყავი დილიდან. სახლიდან 5-6 საათისკენ გავედი, რომ მედიათეკაში დავმჯდარიყავი წყნარად და იქ მაინც დამებრუნებინა დაკარგული სიმშვიდე, მაგრამ მედიათეკა დაკეტილი დამხვდა. გიორგობას აღნიშნავენ ალბათ.. ამასობაში ქუჩაში რომ არ გავყინულიყავი პარნასში შევიარე, ახალი “წინგი” შევიძინე, მერე მეგობრებს შევხვდი და საბოლოოდ სახლში დავბრუნდი, სადაც მხოლოდ მე და მამაჩემი ვართ. მე და მამაჩემი კი იმით ვგავართ ერთმანეთს, რომ ბევრ ლაპარაკს ცალ-ცალკე ოთახებში ჩუმად ჯდომა გვირჩევნია. ჰოდა, ვზივარ ახლა მე გამათბობელზე ფეხებაწყობილი, ვწერ პოსტს და ვემზადები პრეზენტაციის დასამთავრებლად, არც არავინ მიშლის ხელს, არც არავინ მაწუხებს. ერთადერთი, რაც მანერვიულებს ისაა, რომ გიორგობას ტაილანდური ფასტ-ფუდის დაწესებულება არ მუშაობს.

დანარჩენი ყველაფერი მწყობრშია.

One response to “ნოემბრის საღამოა მშვიდი

  1. მაგ წიგნს რომ წაიკითხავ მაინტერესებს შენი შეფასება, მე უკვე წავიკითხე და…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s