დეკემბრის უწესობები

ღამის 2 საათი დაიწყო. მე კი ბებიაჩემის მოქსოვილ ჭრელ გადასაფარებელზე ვარ წამოწოლი, თავთან ჩემი ჭიქიდან, სახელად ნუცა, მივირთმევ გემრიელ ნახევრად-ტკბილ ქინძმარაულს და იმ ყველაფერს, რაც დღის განმავლობაში უნდა გამეკეთებინა, ახლა შევუდექი.

დიდი უწესო თვეა ეს დეკემბერი.

სულ გცივა, სურდო გაწუხებს, დიდად არაფრის თავიც არ გაქვს. გართობაც გეზარება და გარეთ ხეტიალიც.დეკემბრის უწესობაა, დილას რომ ადგები, ხალათს შემოიცვამ და არასოდეს აღარ გინდა გახდა. სულ სახლში რომ გინდა იყო შეყუჟული; სულ გინდა, რომ სერიალებს უყურო, ცხელი ჩაი, ან თბილი წითელი ღვინო სვა, ბებიაშენის მოქსოვილ გემრიელ გადასაფარებელში იყო გახვეული და მთელი თვის განმავლობაში არავინ შეგაწუხოს, მანამ, სანამ ახალი წელი დადგება, მაგრამ ყველაზე დიდი უწესობა მაინც ისაა ქუჩაში სიარული, განძრევა და გადაადგილება რომ გეზარება ადამიანს. სახლში მაცივართან ახლოს რომ ხარ მუდმივად და სუქდები და სუქდები.

დეკემბერზე გასაბრაზებლად ისიც გამოდგება , რომ ახალი წელი მოდის და განწყობა უკვე მერამდენე წელია არ გაქვს ადამიანს, ან ის, რომ ახალი წელი მოდის და გეგმები საერთოდ არ გაქვს, ან ის, რომ ახალი წელი მოდის შენ კიდევ არც ახალი წლის სურვილი გაქვს და მისი დაგეგმვაც გეზარება, ამიტომ, საბოლოოდ, გამოსავალი ამ ყველაფრიდან ისევ ყველა ბარის შემოვლა და ბევრნი ნაცნობის, თუ უცნობის ნახვაა.

მოკლედ, დიდი უწესო თვეა ეს დეკემბერი, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც ისაა, რომ ეს უწესო თვე, სხვა თვეებისგან განსხვავებით, მაინც ყველაზე ღუნღულა და მოლოდინით აღსავსე რომაა. ბავშვურად, რომ გჯერა 1 წამით მაინც სასწაულების, ან უკეთესის იმედით რომ ხარ სავსე.

საბოლოოდ, მაინც კარგი თვეა ეს დეკემბერი.ისეთია, ღამის 2 საათზე, ბებიაშენის მოქსოვილ გადასაფარებელზე წამოგორებულს, რომ გაფიქრებს ამ უწესობებზე.

 

2 responses to “დეკემბრის უწესობები

  1. ჩემს უწესო,ზარმაც სულს მალამოსავით მოედო ეს პოსტი 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s