ბავშვობის დაკარგული წლები

719d073e73af1bb4089ddbb162015984

Secret Santa-ს თამაში მეც დავიწყე. დავრეგისტრირდი, დავწერე ჩემ შესახებ 2 სიტყვით და ახლა ველოდები ჩემს სანტას, რომელიც უკვე ფიქრობს რა მაჩუქოს და საახალწლოდ როგორ გამახაროს. დარეგისტრირებიდან რამდენიმე წუთში იმ ადამიანის შესახებ მომივიდა შეტყობინება, რომლის Secret Santa-ც მე გავხდი. საკუთარი თავის შესახებ ბევრი არაფერი უწერია: 20 წლის ვარ, შვილი მყავს და, ისე კი, სათამაშო დათუნიები მიყვარს ყველაზე მეტად, კოლექციაც კი მაქვსო. გადავწყვიტე, მეც სათამაშო დათვი მომეძებნა და ის გამეგზავნა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებამდე ძალიან დამაფიქრა იმ ფაქტმა, რომ 20 წლის გოგოს, რომელსაც შვილი ჰყავს და, სავარაუდოდ, ოჯახიც აქვს, ისეთი იშვიათი რამ უყვარს, როგორიცაა ფუმფულა დათუნიები. ამაზე ის ისტორია გამახსენდა, რომელსაც ნაცნობი მიყვებოდა რამდენიმე ხნის წინ, რომ, როდესაც ძალიან გვიჭირდა, ჩემი ძმა გვარჩენდა მთელს ოჯახს, ჯიხურში მუშაობდა 14 წლიდან, მოგვიანებით კი თურქეთში წავიდა და იქ დღე-ღამეში 12 საათს მუშაობდაო. ახლა წარმატებულია, ოჯახიც ჰყავს, კარგი კარიერაც აქვს, შემოსავალიც და შვილებიც ჰყავს, თუმცა დღემდე შვილების სათამაშოებით, მანქანებით თამაშობს ხოლმეო. ამ ისტორიამ ძალიან დამაფიქრა, რომ ამ ადამიანს ბავშვობა არ ჰქონდა, რადგან მაშინ, როდესაც ბავშვურად უნდა ეცხოვრა ფიზიკურად მუშაობდა და ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო. თითქოს, ამ ადამიანმა ბავშვობა დაკარგა და ის წლები გამოტოვა, როდესაც ყველაზე მხიარული, უდარდელი, ლაღი და თავისუფალი უნდა ყოფილიყო. ჩვენც ხომ სწორედ ამიტომ გვიყვარს ჩვენი ბავშვობის წლები ყველაზე მეტად, რადგან ის მარტივ და ტკბილ, პასუხისმგებლობებისა და ვალდებულებებისაგან დაცლილ რეალობასთან ასოცირდება. გვიყვარს ეს პერიოდი, ხანდახან გვენატრება, ასაკის მატებასთან ერთად კი უფრო და უფრო ხშირად ვფიქრობთ იმ წლებზე, როდესაც თამაშის, გართობის და მხირულების მეტი არაფერი გვადარდებდა.

იმ გოგოს ამბავმაც სწორედ ამაზე დამაფიქრა, რომ იქნებ 20 წლის პატარა გოგო, რომელსაც ახლა შვილი ჰყავს, უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია, რომელიც სხვა 20 წლის გოგოებისგან განსხვავებულ რეალობაში ცხოვრობს, იქნებ, მანაც დაკარგა ის ბავშვობის წლები, როდესაც დათუნიებით უნდა ეთამაშა, უდარდელად უნდა ეცხოვრა და თავისუფლებით დამტკბარიყო? რამდენიმე დღეა ამაზე განუწყვეტლივ ვფიქრობ, არ ვიცი ასე რატომ ამოვიჩემე, მაგრამ განსაკუთრებულად განვიცდი ხოლმე იმ გოგოების ბედს, რომლებიც ადრეულ ასაკში დაქორწინდნენ, შვილები გააჩნეს, უდიდესი პასუხისმგებლობები აიღეს და ,ხშირ შემთხვევაში, ეს სრულიად გაუცნობიერებლად გააკეთეს: ზოგმა მშობლებისგან თავის დასაღწევად, ზოგმა იმის დასამტკიცებლად, რომ უკვე გაიზარდა, ზოგმა ძალადობის შედეგად, ზოგმა კი სულაც გაუფრთხილებლობით.

რამდენიმე დღეა ვფიქრობ, ოდესმე თუ მოიხედავენ ეს გოგოები უკან და ისევე ტკბილად გაიხსენებენ ბავშვობის წლებს? თუ უბრალოდ გააგრძელებენ საკუთარი შვილის დათუნიებით თამაშს..

2 responses to “ბავშვობის დაკარგული წლები

  1. რამდენი სევდიანი ისტორია იმალება საახალწლო სურვილების მიღმა :(( გულზე მომხვდა რაღაცნაირად :/

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s