“კაფკა პლაჟზე” – ჰარუკი მურაკამი

“memories warm you up from inside. But they also tear you apart”

 

გასაოცარი ამ რომანში სწორედ მწერლის ოსტატობაა. ოსტატობა, რომ ყველაფერზე თავისუფლად 00154248e06511a56ded9888fddc43b7ისე გელაპარაკოს, ისეთი “ხორციანი” ენით მოგიყვეს საოცარი ამბები, უცნაური დამთხვევები, პერსონაჟთა თვალით დანახული რეალობის ის ნაწილები, რომლებზეც არასოდეს გვიფიქრია, რომ ვერასოდეს მოწყდე ამ წიგნს. წიგნს სახელად “კაფკა პლაჟზე”.

ყველაზე საინტერესო ისაა ამ წიგნში, რომ ავტორი რამდენადაც გიამბობს მომხდარის შესახებ და ყველაფერს დაწვრილებით გიყვება, იმდენად სრულ თავისუფლებას გიტოვებს, რომ ბევრ კითხვას თავად გასცე პასუხი. ბევრ კითხვას ისე უპასუხო, როგორც მიგაჩნია, რომ იყო. ეს ის რომანია, რომლის თანაავტორიც თითოეული ჩვენთაგანია. ყველა, ვინც მას კითხულობს.

კაფკა თამურა, 15 წლის მოზარდი (რომლის ნამდვილ სახელს ვერასდროს შეიტყობთ) ტოკიოდან გაურბის საკუთარ მოქანდაკე მამას. მამას, რომელიც (როგორც მოგვიანებით ირკვევა) კატებს ხოცავს, რათა მათი სულების დახმარებით ფლეიტები შექმას. (უცნაურია, არა?! ზუსტად ისეთივე უცნაური და გასაოცარი, როგორიც განვითარებული სიუჟეტის თითოეული ნაწილია.) სახლიდან გამოქცეული კაფკა თამურა იაპონიის პაწაწუნა კუნძულ შიკოკუზე ამოყოფს თავს, სადაც კერძო ბიბლიოთეკაში იწყებს მუშაობას ტრანსგენდერ ბიბლიოთეკარ ოშიმასთან და ამ ბიბლიოთეკის მფლობელ ქალბატონ საეკისთან ერთად. კაფკა თამურა ტოკიოდან იმ იმედით გამორბის, რომ როგორმე მოახერხებს მამის მიერ ნაწინასწარმეტყველებს თავი დააღწიოს. წინასწარმეტყველებასა და წყევლას, რომელიც ამბობს, რომ 15 წლის კაფკა საკუთარ მამას მოკლავს, დასთან და დედასთან კი სქესობრივ კავშირს დაამყარებს.

ამ დროს კი სიუჟეტში ჩნდება (ჩემი საყვარელი) პერსონაჟი ნაკატა, რომელმაც არც წერა-კითხვა იცის, არც სხვა ბევრი რამ, რადგან, საბედისწერო შემთხვევის შემდეგ ის რადიკალურად შეიცვალა, თუმცა, ყველაზე უკეთ რაც გამოსდის ეს კატებთან საერთო ენის გამონახვაა. მას კატების ენის ესმის, მათ ესაუბრება, უყვება საკუთარ ამბებს, კატების ყოველდღიურობის შესახებ იგებს და სხვადასხვა ოჯახს დაკარგული ფისოს მოძებნაში ეხმარება (ამ საქმიანობიდან კი მცირეოდენ შემოსავალსაც ნახულობს).

მოვლენები ნელ-ნელა ძალიან საინტერესოდ ვითარდება… საბოლოოდ კი, გისურვებთ, სწრაფად მოიძიოთ რომანი წიგნის მაღაზიაში, სამეგობროში, ან ბიბლიოთეკაში და დრო ყველაზე საინტერესო და ამაღელვებელი ნაწარმოების კითხვას დაუთმოთ. პირობას გაძლევთ, ეს ის წიგნია, რომელსაც ვერასდროს ამოშლით მეხსიერებიდან, რომლის წაკითხვასაც არასდროს ინანებთ და გარკვეული დროის შემდეგ კვლავ უკან მიუბრუნდებით.

“If you remember me, then I don’t care if everyone else forgets”

 

 

2 responses to ““კაფკა პლაჟზე” – ჰარუკი მურაკამი

  1. დიდი ხანია თაროზე მიდევს და ვგეგმავ წაკითხვას, ახლა ისე მომინდა, რაც შეიძლება მალე უნდა ჩავუჯდე.

  2. ამასწინათ წიგნს ვარჩევდი ‘ალალბედზე’..კრიტერიუმების,წინასწარი განწყობების გარეშე.მურაკამის ‘უფერული ცუკურუ ტაძაკი’ მივიღე საჩუქრად ზეციური დახმარებით.
    ვიყიდე და ჩავედი მეტროში და დავიწყე კითხვა,მურაკამიმ კი დაიწყო რკინიგზების შენებაზე მოყოლა,მერე მივედი სახლში და მოვკალათი ღამის ფიქრებთან და ისიც ყვებოდა ღამის ფიქრებზე..მთელ თხრობას soundtrack-ები მისდევდა.
    პირველი წიგნი იყო,რომელიც სიმღერის ფონზე წავიკითხე,დაუვიწყარი სიამოვნება იყო..
    ამით მინდოდა მეთქვა,რომ შემდეგი იქნება ‘კაფკა პლაჟზე’

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s