გუშინდელზე მეტი

მოვაღწიე და შემოვიხედე, საბოლოოდ, ჩემს კუსკუსა ბლოგზე. რაც 2017 წელი დაიწყო, არაფერი დამიწერია. მცდელობები მქონდა, მაგრამ უშედეგოდ. ახლა კი, როდესაც, ვთვლი, რომ პოსტის დაწერა უბრალოდ მჭირდება, საბოლოოდ, შემოვიხედე ბრეს ბლოგზე, რომელიც უკვე მეოთხე წელი დაიწყო, რაც არსებობს.

f407430c83017a5869e26b4c380d0831

Monica Rohan

2016 წელს 22 პოსტი დამიწერია (მხოლოდ და მხოლოდ) და მთელი წლის განმავლობაში თითქმის 19 000 ნახვა ჰქონდა ჩემს ბლოგს, რაც ასეთი პაწაწუნა, პირადი და გემრიელი ბლოგისთვის, ჩემი აზრით, სულაც არ უნდა იყოს ცუდი შედეგი.

2016 წელი არ შემიჯამებია, ამიტომ აწ უკვე წინა წლის შესახებ რამდენიმე ფაქტს დავწერ:

პირველი ის, რომ იანვარში გაცვლითი პროგრამით წავედი ჩეხეთში და 2 თვის, უამრავი თავგადასვლის, გამოცდილების და გაკვეთილის შემდეგ დავბრუნდი სახლში. თავიდან ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ ნელ-ნელა ვხვდები, რომ აუცილებლად უნდა გავაგრძელო საზღვარგარეთ სწავლა და შემდეგ უკვე ცხოვრებაც. ამჟამად ჩემი პირველი და უმთავრესი მიზანი სწორედ ესაა.

მოგზაურობამ და 4 სხვადასხვა ქვეყანაში ხეტიალმა ძალიან შემცვალა და შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ძალიან დიდი ნაბიჯით წამწია წინ, რასაც, სავარაუდოდ, აქ წლები მოვანდომებდი. კარგი იყო მარტო ყოფნა, მარტო მოგზაურობა, დამოუკიდებლად ცხოვრება, 1-2 სპონტანური გადაწყვეტილება და, ძირითადად, თითოეული დღის წინასწან დაგეგმვა.

მეორე, რითაც 2016 წელი დამამახსოვრდა ეს იყო ის, რომ ბევრი ადამიანი დავტოვე წარსულში, რადგან, მივხვდი, რომ სხვადასხვა გზით ვვითარდებოდით და სხვადასხვა გზებით მივდიოდით. და არ აქვს მნიშვნელობა ეს ადამიანი (ან ადამიანები) შენთვის რამდენად ძვირფასი იყო, ან არის, თუ მის გახსენებაზე მხოლოდ და მხოლოდ შენი ცხოვრების ურთულესი დღეები გახსენდება, რომლებსაც მარტო უმკლავდებოდი.

მესამე ისაა, რომ წინა წელთან შედარებით ძალიან გავიზარდე. ბევრი რამ ვისწავლე, ბევრი გამოცდილება მივიღე და ბევრ სირთულესაც გავუმკლავდი. ჩემთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ვგრძნობდე, დღევანდელ დღეს გუშინდელზე მეტი, გუშინდელზე უკეთესი ვარ.

საბოლოოდ კი, ეს პოსტი შეიძლებოდა ძალიან ვრცელი გამოსულიყო, რადგან ბევრი რაღაც მაქვს მოსაყოლ-დასაწერი, მაგრამ აქ დავასრულებ. მათ კი, ვისაც ახალი წელი გვიხარია, გილოცავთ 2017 წელს და გისურვებთ ყოველ დილას გეგრძნოთ, რომ დღევანდელ დღეს გუშინდელზე მეტი, გუშინდელზე უკეთესები ხართ.

P.S 2017 წელი ტეტანუსზე აცრით და 1 თვე ალკოჰოლის აკრძალვით დაიწყო, ამიტომ ჩემს ლამაზ ჭიქა ნუცას 1 თვე კარადაში შევინახავ (იმედია, არ მოიწყენს უჩემოდ).

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s