არასოდეს, არასოდეს მომინდება

16425256_1850795775179275_1719671059_n

რამდენიმე დღე საბურთალოზე, ბებიაჩემის და ბაბუაჩემის სახლში ვრჩებოდი. დღეს გამოვედი უკან, სახლში, შევძერი საბანში, ძველი დღიურები გამოვალაგე კარადიდან და კითხვას შევუდექი.

2014 წელს აღმომიჩენია საკუთარი თავი ხელახლა. 2014 წელი ყოფილა დღევანდელი დღის, დღევანდელი მე-ს დასაწყისი. საინტერესოა, იმ ემოციების წაკითხვა, რომელსაც მაშინ ასე მძაფრად განვიცდიდი.

გადავშალე ჩემი ძველი დღიური და, მივხვდი, რომ არასოდეს, ცხოვრებაში არასოდეს მივუბრუნდები ამ ჩანაწერებს. არასოდეს მომინდება მათი ხელმეორედ წაკითხვა. არასოდეს, არც ხვალ და არც 20 წლის შემდეგ.

ყველაფერი გამახსენდა რაც იყო, როგორც იყო. გამახსენდა, როგორი იყავი, როგორი ვიყავი, ვიყავით. ის დღეები გამახსენდა, რომელზეც არასოდეს ვფიქრობ, არასოდეს ვიმეორებ გონებაში. ის დღეები წარსულში დავტოვე. წარსულში, რომელიც დღეს ასეთი არარეალური და სიზმარს მიმსგავსებულია.

გადავშალე ძველი დღიური და ყველაფერი მაშინვე ვინანე. ყვავილები, კინოს, თეატრის ბილეთები, ფურცლები, ნახატები. ეს ყველაფერი არ მახსოვდა. ეს ყველაფერი დიდიხანია მივივიწყე, ახლა კი ამ ყველაფრის თავიდან ნახვა ძალიან გამიჭირდა, ძალიან არ მომეწონა, ძალიან არ მესიამოვნა.

არასოდეს, არასოდეს მომინდება ამ დღეების გახსენება. არასოდეს მომინდება ამ ემოციების და წუთების გახსენება. არასოდეს მომინდება შენი სიტყვების თავიდან გამეორება და წაკითხვა.

ეს ის წარსულია, რომელიც სიზმარს გავს, რომელიც არ მახსოვს, რომელიც დავივიწყე, რომელიც სამუდამოდ, გონების ყველაზე ბნელ და შეუღწევად ნაწილში ჩავკეტე და სამუდამოდ დავიწყების უფლება მივეცი თავს.

არასოდეს, არასოდეს მომინდება ამ დღეების გახსენება.

we were loud like love.

Advertisements

6 responses to “არასოდეს, არასოდეს მომინდება

  1. A very good text. I think like you when seeing all the things we kept in our former house, all these moments we don’t remember and these starnge objects we forget why they are here.

  2. მეც ასე ვარ. ყველაფერს ვინახავ, ვნახულობ და თავს ვიტანჯავ.:(

  3. Me patarobidan moyolebuli yvelapers vinaxav. Chemi dghiuri chemi ertaderti ertguli megobari iyo mashin roca gverdit aravin myavda ^^
    Da dghes kidev ghimilit vkitxulob xolme gadacvetil purclebs da xandaxan raghac sevdisa da sinanulis magvari grdznobac mawveba xolme 🙂

  4. რატომღაც გამახსენდა შენი ბლოგი, ჩავსქლროლე და სათაურმა დამაინტრიგა, ხოოო, ადამიანი რომელიც არ იტანჯავს თავს წარსულით და ასევე მომავალზე ფიქრით გაცილებით მშვიდადაა ვიდრე დანარჩენი, საკუთარ შეცდომებზე ვუნც სწავლობს – ჭკვიანია, ბევრივრამის დაწერა შეიძლება მარა ნააჰჰ… ყველანი დავბერდებით და ბოლოს მოვკვდებით, აი მერე კი, მერე, მერე…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s