ნაყინი, სიმშვიდე, პასუხისმგებლობა

დილას გერმანულის ლექცია მქონდა, ამიტომ 11 საათისთვის უნივერსიტეტში მოვედი. აღმოჩნდა, ლექცია ცდებოდა, ამიტომ 2 საათამდე სახლში წასვლას აქ დარჩენა ვარჩიე. ვზივარ, ვწერ ბლოგს 3cf31a72145a326346a90545d30453e3და ვბრაზობ, რომ ამხელა უნივერსიტეტში ერთი ადგილი ვერ ვნახე, სადაც მშვიდად მოვახერხებდი დაჯდომას. ბიბლიოთეკაშიც აუცილებლად ჩურჩულით, მაგრამ მაინც ყველათვის გასაგონად ლაპარაკობენ, სკამებს დაახოკიალებენ აქეთ-იქით. მეექვსე სართულზე დავჯექი, თუმცა წინ სამნი სხედან და 10 წუთია ვერ გადაწყვიტეს სიტყვა “მოტივაცია” რომელი სხვა სიტყვით ჩაანაცვლონ. მოკლედ, საშინლად გამოუძინებელი, გაღიზიანებული და პიემესიანი ვარ, ამიტომ აღრენილი ვზივარ და გარშემო ყველას ვუბღვერ.

რამდენიმე დღეა ბლოგის დაწერა მინდა, სხვადასხვა თემა ავარჩიე, სათაურები დავწერე, თუმცა სათაურის მოფიქრებით დასრულდა პოსტის წერის სურვილიც.

კიბეებთან გადმოვინაცვლე ახლა, როგორც იქნა, მშვიდად მოვახერხე დაჯდომა.

რამდენიმე ხნის წინ ესეს დაწერა მინდოდა პასუხისმგებლობის გრძნობასთან დაკავშირებით და პირველი რაც გამახსენდა ეს იყო 2000-2001 წელი. ქუჩაში მოვდიოდით მე და დედა. ყველაფერი გარშემო ძალიან ბინძური და ნაცრისფერი იყო. ახალი ნაწვიმარი იყო, თუ მე მაქვს გონებაში ასე ჩარჩენილი, ზუსტად არ ვიცი. მოკლედ, დიდი ორმოები, წუმპეები, მოღუშული გარემო და მე, რომელიც ნაყინის ჭამით, მხიარულად მოვტანტალებდი. ნაყინი ვჭამე და ქაღალდი ძირს დავაგდე. დედაჩემი გაბრაზდა, როგორ შეიძლება ასე მოქცევა, აიღე ქაღალდი და ჩანთაში ჩაიდე, სახლში რომ მიხვალ მერე გადავაგდებთო. მეც დავეორჩილე, თუმცა ვერაფრით ვხვდებოდი ასე რატომ უნდა მოვქცეულიყავი, როდესაც გარშემო ისედაც ყველაფერი ნაგვით სავსე იყო. ჩემი ერთი დაგდებული ქაღალდი რას იზამდა, ვერაფრით ვხვდებოდი. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა. მეც გავიზარდე და გავიაზრე, რატომ არ უნდა დააგდო ქუჩაში ნაგავი. რომ ამის გაკეთება – არ გაკეთება სწორედ პასუხისმგებლობის საკითხია და სწორედ შინაგან კულტურაზე, აღზრდაზეა დამოკიდებული. ეს, თითქოს, ყველასთვის ნაცნობი და ყველასთვის ცნობილია. ვიცით, რომ ქუჩაში ნაგავი არ უნდა დავყაროთ, სადარბაზოში არ უნდა მოვშარდოთ, კედელზე “მზე” არ უნდა დავწეროთ და ა.შ. თუმცა, ამ ყველაფერს, მაინც ვიღაცის “ჩამოსულობას”, “ჩამოთრეულობას”, “სოფლელობას”, “ქაჯობას” ვუკავშირებთ, არადა, რეალურად, ყველაფერი პასუხისმგებლობების გააზრებას უკავშირება. რამდენად ვიაზრებ ჩემს წილ პასუხისმგებლობას იმ ქალაქის, მიწის, ქუჩის წინაშე, სადაც ფეხს ვდგამ, დავდივარ, ვცხოვრობ და ვარსებობ. ზუსტად, ჩემი წილი პასუხისმგებლობაა პატივი ვცე იმ ადამიანებს, რომლებიც დილაობით ეზოებს ალაგებენ. ჩემი წილი პასუხისმგებლობაა, პატივი ვცე მათ, ვისაც სუფთა და მოვლილ ქალაქში სურს ცხოვრება. ჩემი წილი პასუხისმგებლობაა, პატივი ვცე, პირველ რიგში, საკუთარ თავს და შემდეგ დანარჩენ სამყაროს.

რამდენიმე წუთით ნაპოვნი მყუდროება კვლავ დაირღვა. მომავალი სიჩუმის პოვნამდე გემშვიდობებით.

 

 

Advertisements

2 responses to “ნაყინი, სიმშვიდე, პასუხისმგებლობა

  1. ყველამ რომ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ ჩვენს თავზე არამარტო დანაგვიანებაზე , სხვა რაღაცეებზეც , ბევრად უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვრებდით ) ძალიან ბევრჯერ მქონია შემთხვევა რომ გაუაზრებლად და გამჯდარი ჩვევის გამო ( იმიტომ რომ ეს ყოველთვის მიღებული იყო მათშორის დღესაც ) სიგარეტი გადამიგდია ქუჩაში , რამოდენიმე ნაბიჯის მერე მიმხვდარვარ რაც ვქენი დავბრუნებულვარ ამიღია და ურნაბმდე მიტარებია ხელით და მსგავს რაღაცას რომ ვაკეთებ ძალიან მსიამოვნებს ხოლმე , რატო არვიცი ))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s