12 მარტი დიდი დღეა.
შუადღისკენ დაგვირეკეს, რომ ჩემი დეიდაშვილი სამშობიაროში გადაიყვანეს. ჩვენც სწრაფად გავემზადეთ, მოვწესრიგდით და გავუყევით გზას “პინეო”-მდე. საღამოს მარიამი დაიბადა. ერთი პატარა, დიდ და წითელ-ლოყება გოგო. მის სანახავად რომ შევედი ოთახში, სახე დაჭიმული მქონდა ბედნიერების და ყურებამდე ასული ღიმილისგან. მარიამი მშვიდად იწვა, თვალებს აფახუნებდა და გაუჩერებლად ჭამდა.
აქამდეც ბევრჯერ მიცდია გარეთ, როცა ბავშვის დაბადებად ველოდებოდი, მაგრამ ეს ბევრი წლის წინ იყო და დეტალები და ემოციები კარგად არ მახსოვს. ახლა კი ყველაფერი ძალიან ნათელი და ემოციური იყო. მივხვდი, რომ ძალიან, ძალიან დიდი რამეა ამ პროცესით მიღებული სიამოვნება და ბედნიერება.
მოგვიანებით, როდესაც ამ ამბის აღსანიშნად მიდიოდნენ, მე სახლში წამოვედი. არც დალევა შეიძლება ჩემთვის და არც რამის ჭამა (გარდა იმ პროდუქტებისა, რომლებიც დიეტაშია მითითებული), ამიტომ ნასვამ-ნაჭამი ადამიანების ყურებას ისევ სახლში მშვიდად ყოფნა და ჩემი საქმის კეთება ვარჩიე.
სიახლე ჩემს ცხოვრებაში გარდა იმისა, რომ ოჯახში ახალი წევრი გვყავს და დიეტაზე ვარ, ისაა, რომ სხვა სახის, სტილის და ფორმატის ბლოგის შექმნა გადავწყვიტე, მაგრამ, ჯერ-ჯერობით ეს ყველაფერი მაინც იდეის დონეზეა, ამიტომ რამდენად უწერია განხორციელება, არ ვიცი.
ასევე, ერთ-ერთ კონკურსში ვიღებ მონაწილეობას, სადაც 5-ეულში შემარჩიეს. ახლა მასალის მომზადება მევალება (ამ მასალის ისე მომზადება, რომ პირველ ადგილზე გავიდე, ამინ!). 20-დან დავიწყებ უკვე მუშაობას, ამიტომ წარმატებები მისურვეთ.
მოკლედ, შემოვიხედე ბლოგზე, ვერაფერი საინტერესო ვერ მოვყევი, მაგრამ, რაღაც-რაღაც ახალი ამბები ცხოვრებიდან მოგიტანეთ.
შეხვედრამდე.
წარმატებები :))