“წვრილმანების ღმერთი” – არუნდატი როი

621e16882e801e8671a3e5946babff76

“სიჩუმის პატარა ბუშტი ხმაურის უკიდეგანო ოკეანეში”

ამ წიგნის ბოლო ფურცლის სულ ბოლო სიტყვა რომ წავიკითხე და წერტილი დავსვი, მაშინ გავიაზრე თუ რა წავიკითხე რეალურად.  მაშინ მივხვდი, რომ ყველა ის გაურკვევლობა და მიმოფანტული ისტორია ის პატარ-პატარა პურის ნამცეცები იყო, რომლებმაც დასასრულამდე მომიყვანა და მიმახვედრა, რომ ისტორიის მთავარ ხაზს მიღმა არსებული (ხშირად) გაწელილი სიუჟეტის, არათემატური ფაქტების, ყოფის ამსახველი დეტალებისა და სხვა მრავალის ერთობით შედგა წიგნი “წვრილმანების ღმერთი”. პირველი თავიდან წიგნის ავტორთან ერთად შეადგამთ ფეხს ოჯახის წარსულსა და ახლანდელ რეალობაში.

ისტორია იწყება პატარა კუბოში მოთავსებული გოგოს ამბით, რაჰელის სახლში დაბრუნებით, გაუცხოებით და ესტას მოულოდნელი ჩამოსვლით. ესტა და რაჰელი. რაჰელი და ესტა. ტყუპები, რომელთა ხასიათს, ცხოვრებას, ერთმანეთთან კავშირსა და გარემოს მიმართ დამოკიდებულებას თანდათან ახლოს გაიცნობთ. ამუ, ჩაკო, კოჩიმა, ველუტა, კოჩუ მარია… წიგნში მთავარი პერსონაჟების გარდა ძალიან ბევრს წაიკითხავთ მათ შესახებ, რომლებიც ყველაზე უკეთ აღწერენ რეალურ, ნამდვილ, მწერლის თვალით დანახულ ინდოეთს, სადაც ძალადობა, გაუნათლებლობა, ცრურწმენები და რწმენები, ტრადიციები, ზიზღით გაბერილი პოლიტიკა, ადამიანთა ფსიქოლოგია და მათი ნიღაბს მიღმა არსებული სახე კარგადაა გადმოცემული. ხშირად წააწყდებით მომენტებს, როდესაც, მიხვდებით, თუ რამდენად გულწრფელი და პირდაპირია არუნდატი როი რეალობის ასახვისას. რამდენად ადამიანური, მაგრამ ტაბუირებულია ჩვენს საზოგადოებაშიც კი თემები, რომელზე მწერლის მხრიდან საუბარი უხერხულობას შეიძლება გვიქმნიდეს.

“უცნაურია, მაგრამ ზოგჯერ სიკვდილის ფაქტი უფრო დიდხანს ახსოვთ ხოლმე, ვიდრე ის სიცოცხლე, სიკვდილმა მზაკვრულად რომ მოსპო”

ოჯახის ისტორიის ტრაგიკული დასასრულისკენ სვლა ნელ-ნელა იწყება, როდესაც რაჰელისა და ესტას ბიძა ჩაკო შობაზე აიემენემში თავის ყოფილ ცოლ მარგარეტსა და შვილ სოფი მოლს პატიჟებს. პარალელურად, ამ ტრაგედიაში ყველა ერთად და ცალ-ცალკე იწყებს მონაწილეობის მიღებას, გაუაზრებლად და გაუცნობიერებლად:

“სამივეს ერთი და ამავდროულად სრულიად ინდივიდუალური ცოდნა აერთიანებდა – მათმა სიყვარულმა ადამიანი დაღუპა”

ის ამბავი რაც ამ ოჯახს დაატყდება თავს, ყველაფერს ცვლის. მომხდარზე მეტად კი ადამიანები თავად ცვლიან იმას,რისკენაც დიდხანს იარეს.

“ვინ იყო ის კაცი? ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო?

დანაკარგების ღმერთი. წვრილმანების ღმერთი.

ტანზე დაყრილი ბუსუსებისა და მოულოდნელი ღიმილების ღმერთი.

ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი რამის კეთება შეეძლო. როცა ეხებოდა, ვერ ელაპარაკებოდა; როცა ესიყვარულებოდა, თავს ვეღარ ანებებდა; როცა ლაპარაკობდა, მოსმენა არ შეეძლო; როცა იბრძოდა, ვერ იმარჯვებდა”

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s