ნენ გოლდინი – ბოჰემის, სექსუალობისა და ინტიმურობის ბალადა

დღეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფოტოგრაფის შესახებ მინდა პატარა ბლოგი დავწერო.

NancyNanGoldin

1198163.jpg

1953 წლის 12 სექტემბერს, ვაშინგტონში, ერთ პატარა ოჯახში ხუჭუჭთმიანი გოგო დაიბადა, ფართო ღიმილით. არ ვიცი, საშუალო კლასის ებრაულ ოჯახში დაბადებული ხუჭუჭთმიანი გოგოს მშობლებს ახალშობილის ნახვისას რა მოლოდინები ჩაესახათ, მაგრამ ,ფაქტია, ბევრი წლის შემდეგ, მისით აუცილებლად იამაყებდნენ. ჯერ კიდევ პატარა იყო, როდესაც ოჯახი დატოვა. თინეიჯერობის ასაკში ყველაზე რთულად უფროსი დის, ბარბარას, თვითმკვლელობა გადაიტანა. დის სიკვდილთან შეგუების გზებს ძირითადად ნარკოტიკებსა და წამლებში ეძებდა, თუმცა გამოსავალი არსიდან ჩანდა. 15 წლისამ, ფოტოაპარატთან მარტო დარჩენილმა, აღმოაჩინა, რომ ის, რასაც ებრძოდა, სინამდვილეში სულაც არ იყო დასამალი და საკუთარ თავში ჩასაკლავი. აღმოაჩინა, რომ გრძნობების, საკუთარი თავის და ემოციების გამოხატვა ყველაზე ძლიერი ნარკოტიკი იყო. 15 წლისამ პირველად და სამუდამოდ შეიყვარა ის, რამაც მისი მომავალი ცხოვრება შექმნა – ფოტოგრაფია.

“ყოველთვის, როცა ცხოვრებაში მიდგება ემოციურად მძიმე მომენტები და , შეიძლება ითქვას, ბეწვის ხიდს გავდივარ, ხნსას ფოტოგრაფიაში ვპოულობ” – ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში გოლდინი. მისი თქმით, მისი სული ბევრჯერ იხსნა ფოტოკამერამ.

წლების განმავლობაში ოჯახის წევრებთან რთული ურთიერთობა ჰქონდა , თუმცა დრო და დრო ყველაფერი დაალაგა. დის თვითმკვლელობაზე  გახსნილად საუბრობს: “არ მგონია, რომ ადამიანებს სუიციდთან შეგუება შეეძლოთ, განსაკუთრებით, იმ ადამიანის სუიციდთან, რომელიც ყველაზე მეტად გჭირდებოდა და რომლის სიკვდილიც ასეთი სასტიკი  და რთული გადასატანი იყო. ამ ქმედებას არამარტო ერთი ადამიანის სიცოცხლის დანგრევა შეუძლია. საბოლოოდ, მე მის (ბარბარას) თვითმკვლელობას ვიღებ არა როგორც გაურკვეველ / ორჭოფულ ნაბიჯს, არამედ, როგორც – სიმამაცეს. ბევრი გარშემომყოფი ცდილობდა მის დადანაშაულებას, მე კი უბრალოდ ვამბობდი, რომ მან ეს შესძლო, მან ეს გააკეთა. მისი ცხოვრება და მისი გადაწყვეტილება იყო ეს.”

მე რამდენიმე წლის წინ აღმოვაჩინე ის, ინტერნეტში ძრომიალის დროს წავაწყდი მის რამდენიმე ფოტოს. ძალიან მომეწონა. ყველაზე მეტად სწორედ მის მიერ გადმოცემული სითამამე, ვნება, მიმღებლობა და ჩარჩოების არ ქონა მომეწონა. თითქოს, მის ნამუშევრებს ვერანაირ საზღვრებსა, თუ ჩარჩოებში ვერ მოაქცევ. ნენსი ძირითადად ქვიარ ადამიანებს, მათ ცხოვრებას, მათ ყოველდღიურობას იღებს. მისი ნამუშევრები სავსეა ნარკოტიკებით, gender nonconforming ადამიანებით, სექსით, ღამის ცხოვრებით, ვნებით, drug queen-ებითა და ბევრი პროვოკაციული კადრით. თუმცა, ამავდროულად მისი სხვა ნამუშევრებში სხვა ტიპის კადრებსაც ნახავთ: ოჯახებს, პირველ შეგრძნებებს, ახალშობილებს, შეყვარებულ ცოლ-ქმარს და მოხუც წყვილებს. თითქოს, გოლდინს ორი მხარე აქვს. ერთი – ძალიან მკვეთრი, თავდაჯერებული, სტერეოტიპების დამანგრეველი და ძლიერი, ხოლო მეორე – ნაზი, მშვიდი, წყნარი და უხილავი.

როგორც თავად ამბობს, 19-20 წლის ასაკში ცხოვრობდა drug queen-ებთან (ქართული შესატყვისი არ ვიცი / არ არსებობს) ერთად. ამბობს, რომ შეყვარებული იყო მათზე, ამიტომ მისი ნამუშევრების ფოკუსში სწორედ ეს ადამიანები ექცეოდნენ. ის აღფრთოვანებული, შეყვარებული და მონუსხული იყო drug queen-ების სილამაზით, სექსუალობით, ცხოვრების სტილით, ვიზუალით და ა.შ

“a woman in love with a drag queen: like sexually in love with a drag queen. . I lived with them; it was my whole focus. It was my whole context. Everything I did—that’s who I was with all the time. And that’s who I wanted to be. I was really kind of slavishly devoted to them. When I photograph the queens now, it’s very different from the work I did then because they’re not my whole life.”

ერთ-ერთ ცხოვრებისეულ სირთულედ გოლდინი ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას ასახელებს. წლების განმავლობაში ჰეროინსა და კოკაინზე იყო დამოკიდებული. ამბობს, რომ კოკაინი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ცუდი ნარკოტიკია. მისი მეშვეობით ბევრჯერ აღმოჩენილა ფსკერზე.

საკუთარ ნამუშევრებს, უმეტესად, კინო ფესტივალებზე წარადგენს ხოლმე სლაიდ შოუს სახით. მისი ყველაზე ცნობილი ჩვენება 45 წუთიანი სლაიდ შოუ იყო, რომელშიც 800-ზე მეტი ფოტო შედიოდა. მის ფოტოებში ხშირად წააწყდებით ქალებს, რომლების საკუთარ თავს სარკეში აკვირდებიან, გოგოებს ტუალეტებსა და აბაზანებში, სექსუალურ აქტებს წყვილებს შორის. “The Ballad of Sexual Dependency” – 1985 წელს სლაიდ შოუს სახით, 1986 წელს კი წიგნად გამოსცა საკუთარი ფოტოები, რომლებიც 79 წლიდან 86 წლის ჩათვლით მის ობიექტივში მოხვდა: “portrayed her friends – many of them part of the hard-drugs subculture on New York’s lower east side – as they partied, got high, fought and had sex. It was first publicly shown at the Whitney Biennial in New York in 1985 and was published as a photo book the following year.”

The Guardian-ისთვის მიცემულ ინტერვიუში  ამბობს, რომ ერთხელ საკუთარ სტუდენტებს უთხრა,  თუ სამყაროს ნახვა სურდათ, წასულიყვნენ და LSD მიეღოთ. ვფიქრობ, ეს ამბავი ყველაზე უფრო კარგად გადმოსცემს მის ხასიათს, სითამამესა და ცხოვრებისადმი დამოკიდებულებას.

საბოლოოდ, ნენ გოლდინი მუშაობს და ცხოვრობს ბერლინში, პარიზსა და ნიუ-იორკში. მისი ნამუშევრები კი დღემდე გამორჩეული, ბოჰემური და სექსუალობით სავსეა.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s