ამასობაში, ჩემი ბლოგი 4 წლის გახდა

ამასობაში, ჩემი ბლოგი 4 წლის გახდა.

ყოველწლიურად პატარა პოსტს აუცილებლად ვუძღვნი ხოლმე ბრეს ბლოგის დაბადების დღეს. წელსაც არ იქნება გამონაკლისი.

4 წლის წინ, 2013 წლის მაისში შევქმენი ბლოგი. ერთი წელი ვიფიქრე შემექმნა თუ არა, მაგრამ, საბოლოოდ, სურვილმა სძლია გაუცნობიერებელ შიშებს და მოლოდინებს და ბლოგი შეიქმნა. პირველი პოსტი ფენგ-შუიზე დავწერე. სულელური პოსტი იყო, მაგრამ “ნიჩიო”, მეც გამოუცდელი ვიყავი.

იმდენი სისულელე წერია ამ ბლოგზე, ახლა რომ ვკითხულობ ხოლმე, ხან მცხვენია, ხან მეცინება. ვერ ვიგებ, რატომ მქონდა ამდენი თავისუფალი დრო, რომ კვირაში რამდენიმე პოსტი მეწერა, ან რატომ არ მეზარებოდა ყველაფერ ირგვლივ მომხდარზე წერა.

ჩემს ბლოგზე სრულიად ალოგიკურ ტექსტებსაც წააწყდებით, საშინლად მოსაწყენ პოსტებსაც და ბავშვურ სისულელეებსაც, მაგრამ, რაც მთავარია, პროგრესი ნამდვილად იგრძნობა ძველ პოსტებთან შედარებით (პრინციპში, მაშინაც ვფიქრობდი, კარგად ვწერ-მეთქი… რავიცი, რას გაიგებ).

საბოლოოდ,  არ არსებობს ინტერნეტ სივრცეში ადგილი, რომელიც ისე მიყვარს, როგორც ეს ბლოგი.  პოსტებს კი, პირველ რიგში, საკუთარი სიამოვნებისთვის ვწერ. მსიამოვნებს, რომ არსებობს სივრცე, რომელშიც თავისუფლად ვილაპარაკებ, ყველაფერს ვიტყვი, დავწერ და ყველა ჩემთვის საინტერესო თემას იმდენჯერ შევეხები, რამდენჯერაც ამის სურვილი გამიჩნდება.

Long live the blog!

ადიოს!

Advertisements

5 responses to “ამასობაში, ჩემი ბლოგი 4 წლის გახდა

  1. გილოცავ, მე წელს დამავიწყდა ჩემი ბლოგის დაბადების დღე. მაგრამ არაუშავს, მომავალ წელს 10 წლის იუბილეს აღვნიშნავ.

  2. გილოცავ… მე ჯერ წელიც არ შემსრულებია, და უკვე გაუქმებაზე ვფიქრობ, იმდენ სისულელეს ვწერ, და მაინც, თავს ვიკავებსავით 😀 წარმატებები.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s