Was ist ein Kater?

მთელი დღეა თავის ტკივილი და გამოუძინებლობა მკლავს. ძალიან ბედნიერი წლები ყოფილა ის, ნაბახუსევის და მისი თანმდევი უსიამოვნებების შესახებ არაფერი რომ ვიცოდი და წყნარად გადავაგორებდი ხოლმე ალკოჰოლით გამოჟღინთვის მომდევნო დილას.

ბოლო 3 დღე თბილისი ოუფენ ეარზე გავატარე.  Anathema, Sevdaliza, Leningrad, Archive – ძირითადი ჰედლაინერები იყვნენ 2017 წელს. ყოველწელს მოლოდინი გვაქვს, რომ მომავალი open air-ი უკეთესი იქნება. წელსაც უკეთეს ლაინ აფს ველოდით, თუმცა, როგორც ყოველთვის, შესანიშნავად ჩაიარა ყველაფერმა. ყველამ ჩვენთვის განკუთვნილი ემოციები მივიღეთ და დავიშალეთ. open air-ის მთავარი დანიშნულებაც ზუსტად ეგ მგონია. ყოველი წელი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია და მნიშვნელობა არ აქვს ვინ ჩამოყავთ, ჩვენ ყოველთვის შესაფერისი ემოციებით დატვირთულები ვბრუნდებით შინ.

Anathema – არ ვარ მათი მსმენელი, თუმცა, ვისიამოვნე. მით უმეტეს, ძალიან კარგი იყო მათი და Sevdaliza – ს მხრიდან გარკვეული პოლიტიკური სახის განცხადებების მოსმენა. ვფიქრობ, სცენა და აუდიტორია ყოველთვის უნდა გამოიყენო კარგი მიზნების და კარგი სიტყვებისთვის. Leningrad-ის მსმენელი (მით უმეტეს) არ ვარ (არც სკა მომწონს, არც ხუი-ხუი და არც სისკი-სისკი). მათ ჩამოყვანას , ჩემი აზრით, Okean Elzy ჩამოეყვანათ ის აჯობებდა, თუმცა whatever. Archive, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ შეუდარებელი იყო. 2015 წლის ლაივი უკეთ მახსოვს და უფრო ემოციურადაც დამამახსოვრდა, თუმცა, ფაქტია, ორივე  ჯერზე საუკეთესო გამოსვლა ჰქონდათ.

3 დღის განვალობაში გავსკდი ჰოთ-დოგების ჭამით. მომავალ ოუფენ ეარამდე არ გავეკარები, პირობას ვდებ. დღეს კი, მთელი დღეა, რაც თავი ავწიე, მიცვალებულივით ვდევარ საწოლზე, წიგნს ვკითხულობ და პარალელურად მობილურში ნიუს ფიდს ვათვალიერებ. არც მოძრაობით თავი მაქვს, არც ლაპარაკის ნერვი და არც რაიმეს კეთების სურვილი. ასეა, წლიდან წლამდე იზრდები, ნაბახუსევი კი უფრო და უფრო ნელი და მტკივნეული ხდება.

საბოლოოდ, დიდი ხანია არაფერი დამიწერია, აღარ შემომიხედავს ბლოგზე, ამიტომ ეს პატარა პოსტი ეგდოს აქ.

დროებით.

 

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s