“ნუ მოკლავ ჯაფარას” – ჰარპერ ლი

19478254_1923839267874925_265106817_n

“ყველა ვექილი ოდესღაც ბავშვი იყო” – ჩარლზ ლემი

“ნუ მოკლავ ჯაფარას” ის წიგნია, რომელიც სიცოცხლეში ყველაზე მნიშნელოვანი ღირებულებების შესახებ ცოდნას, ნელ-ნელა, პატარ-პატარა ნიუანსებისა და დეტალების ერთობით, გვაძლევს.

წიგნში მოვლენები 6 წლის ჯინ ლუიზას, მისი უფროსი ძმა, ჯემისა და , მარტოხელა მამა, ატიკუსის ირგვლივ ვითარდება. პატარა ოჯახის ისტორია  ქალაქ მეიკომში (ალაბამის შტატი), დიდი დეპრესიის პერიოდში, ვითარდება, ხოლო 6 წლის ჯინ ლუიზა ფინჩი საკუთარი თვალით დანახულსა და განცდილს გვიყვება. ის იხსენებს, რომ ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ზაფხულში მეიკომში დასასვენებლად დილი ჩამოვიდა. ჯინ ლუიზა და ჯემი კი დილს დაუმეგობრდნენ, მასთან ერთად გართობა, სპექტაკლების დადგმა და თამაში დაიწყეს. სულ მალე კი იდუმალებით მოცული მეზობლის, რედლი ბუას, ისტორიითაც დაინტერესდნენ, რომელიც წლების განმავლობაში სახლიდან არ გამოსულიყო. ბავშვებს კი ბუას გაცნობისა და ქუჩაში გამოყვანის სურვილი დღითი დღე ეზრდებოდათ. პარალელურად, ატიკუსი, რომელიც, ერთ-ერთი ჩემი საყვარელი პერსონაჟია, სასამართლოზე იცავს ტომ რობინსონს, მეიკომის ფერადკანიან  მაცხოვრებელს.

“ადამიანებს არაფრით, არაფრით არ უნდათ, შეიგნონ ერთი ძალიან უბრალო რამ, რომ მე სწორედ იმიტომ ვცხოვრობ ასე, რომ ასე მინდა ცხოვრება”

ისტორიას ავტორი 6 წლის გოგონას პირით გვიამბობს, ამიტომ, ყველა იმ  უსამართლობის, შეცდომისა თუ გულგრილობის მიმართ, რომელსაც კითხვის დროს წააწყდებით, უფრო მეტად დაუცველი, მგრძნობიარე და ემოციური იქნებით.  პატარა ჯინ ლუიზას თვალით დანახული გარესამყაროში ბევრ სისასტიკეს, ბოროტებას, ადამიანური ბუნების პრიმიტიულობასა თუ სიცარიელეს იპოვით. ბევრი გადატანითი მნიშნელობით მოყოლილი ფაქტი, თუ დაწერილი სიტყვა უფრო ზუსტად და კარგად მიგახვედრებთ მწერლის სათქმელს.

“ჯენტლმენებო, სასამართლო არ შეიძლება იყოს იმ ადამიანებზე უკეთესი, რომლებიც მსაჯულთა მოვალეობას ასრულებენ. სასამართლო იმდენადაა სანდო, რამდენად სანდოა მსაჯულთა საბჭო. მსაჯულთა საბჭოს სამართლიანობას კი მასში შემავალი ცალკეული პირების სამართლიანობა განაპირობებს”

“ნუ მოკლავ ჯაფარას” – ის ნაწარმოებია, რომელიც დისკრიმინაციას, რასიზმს, სექსიზმს, ინცესტს, ძალადობას, უსამართლობას აერთიანებს.  ჰარპერ ლი, ინდივიდუალურად, თითოეული პერსონაჟის მანკიერი მხარის ჩვენებით, მკითხველს რეალურად საზოგადოების სახეს აჩვენებს. ვფიქრობ, წიგნი, რომელიც გამოქვეყნებისთანავე აღიარეს ფენომენალურ ნაწარმოებად და რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ, თან, რაც შეიძლება მალე.

Advertisements

3 responses to ““ნუ მოკლავ ჯაფარას” – ჰარპერ ლი

  1. ძალიან ადრე წავიკითხე და მგონი ხელახლა უნა გადავხედო. მახსოვს, მაშინ ძალიან იმოქმედა. ნეტა წლების შემდეგ რა გრძნობას დამიტოვებს?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s