ბანი მანროს ბანძი აღსასრული და ზღვა

ჩამოვეხეტე თბილისში. აგვისტოს პირველ რიცხვებში ბათუმში წავედით მეგობრები, შემდეგ შეკვეთილში გადავედი და საბოლოოდ, როგორც იქნა, ჩამოვედი თბილისში. თბილისი, რა თქმა უნდა, საერთოდ არ მომნატრებია, უბრალოდ, ზღვა და მზე ამომივიდა ყელში.

r001-022

ნიკ ქეივის “ბანი მანროს აღსასრული” წავიკითხე. ვიფიქრე, ბლოგ-პოსტს დავწერ ამ წიგნზეთქო, მაგრამ გადავიფიქრე. არ იმსახურებს ეს წიგნი არც პოსტს და არც ზედმეტ ყურადღებას. იშვიათად თუ შეგხვდება ადამიანს, მსგავსი არაფრისმთქმელი, სრულიად უშინაარსო, ძალით დაწერილი და ასევე ჭიდაობით წასაკითხი წიგნი. არ მიყვარს, როდესაც რაღაცის კითხვას ვიწყებ და შუა გზაში ვტოვებ ხოლმე, თორემ, “ბანი მანროს აღსასრული”-ს წაკითხვა რომ მხოლოდ დროის ფლანგვა და ავტორის მიერ შემოტენილ თრეშზე ნერვების მოშლა იქნებოდა, პირველ რამდენიმე გვერდში მივხვდი.

ბოლო დღეების განმავლობაში დავდიოდი და ზენიტის ფოტოაპარატს დავაჩხაკუნებდი. ფირების გამჟღავნების და დასკანერების შემდეგ, რა თქმა უნდა, იმედგაცრუება იყო. იმედგაცრუების გარეშე ჰომ ფირის ფოტოგრაფია არ არსებობს.

მოკლედ, კარგად დავისვენე, ჩამოვედი და ახალი ენერგიით ველოდები მომავალ დღეებს. იმედია, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ვგეგმავ და როგორც ვაწყობ.

ამ პოსტით დიდი არაფრის თქმა და მოყოლა არ მინდოდა, უბრალოდ, მინდოდა გცოდნოდათ, რომ “ბანი მანროს თავგადასავალი” არის ნამდვილი TRAAAAAAAAASHHH-ი.

 

4 responses to “ბანი მანროს ბანძი აღსასრული და ზღვა

  1. ზაფხულს არ უხდება რთული და ცუდი წიგნები, მე ულისეს და ბილი მალიგანს ვეჭიდავები მომისპო ნერვები.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s