მომავალი სურპრიზები და იმედგაცრუება

ერთ-ერთი რაც მახასიათებს არის ის, რომ არასოდეს ვარ კმაყოფილი არც საკუთარი თავით და არც მდგომარეობით. პრინციპში, არც მაქვს მიზეზი იმის, რომ რაიმე სახის კმაყოფილებას განვიცდიდე. ახლაც, ვზივარ სავარძელში, პოსტს ვწერ და სრულიად განაწყენებული საკუთარ თავზე, ვერაფრით ვიგებ იმის მიზეზს, თუ რატომ ვერ მოვახერხე ამ დრომდე მუშაობის დაწყება. ნუ, სტაჟირებები იყო, 1-2, მაგრამ არცერთი დასრულდა ხელშეკრულებით. ვერაფრით ვიგებ, საკმარისად კარგი არ ვარ, თუ სხვა მიზეზებში უნდა ვეძიო პრობლემა.

პოსტის დაწერას რაზე ვაპირებდი არც მახსოვს. უბრალოდ, შემომაწვა ეს იმედგაცრუების გრძნობა და, შესაბამისად, წუწუნით შემოვეგებე ბლოგს, ამდენხნიანი პაუზის შემდეგ. თვეზე მეტია არაფერი დამიწერია, არადა, თვეში 1 პოსტს, რამე უაზრობას მაინც ვწერ ხოლმე, რომ სულ არ გაქრეს ეს კუსკუსა ბლოგი.

ბიორკი ჩამოდის. ორ კონცერტს გამართავს და თითოს ბილეთის ფასი პირდაპირ 800 ლარიდან იწყება, მგონი. ამაზე მოვთქვამთ მთელი ფბ, მაგრამ პასუხად SOU-მ დაწერა, რა გაწუწუნებთ, შანსი ჰო მოგეცით. აბა, სხვა ქვეყნებში 700-800 ევროები ღირს მის კონცერტზე ბილეთებიო. პირველ რიგში, bullshit. რაც შეეხება შანსის მიცემას, არ ვიცი ამაში ვინ იგულისხმეს. ფაქტია, მე (და კიდევ ძალიან ბევრი) არა.

რამდენიმე დღის წინ გოგონების დღე იყო. ძალიან მინდოდა პატარა ბლოგი დამეწერა ამის შესახებ და, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე. იმის თქმა მინდოდა, რომ ძალიან ღრმად მწამს ჩვენი შესაძლებლობების, მომავლის, სიძლიერის და ძალიან მინდა ყველა პატარა თუ დიდმა გოგომაც ასე დარწმუნებით იცოდეს, რომ უფრო მაგარი, ყოჩაღი და ძლიერია, ვიდრე თავად წარმოუდგენია.

ვფიქრობ, საკუთარი თავის განვითარება და გაუმჯობესება სწორედ ამ რწმენით იწყება, რომ იცი ვინ ხარ, რა შეგიძლია და რას იზამ/შეცვლი აწმყოსა თუ მომავალში, ამიტომ მეც ვეცდები საკუთარი თავის მიმართ არსებული იმედგაცრუება გვერდზე მოვისროლო და უკეთესი განწყობით შევხვდე მომავალ სურპრიზებს.

 

 

6 responses to “მომავალი სურპრიზები და იმედგაცრუება

  1. ❤ კარგია როდესაც ადამიანი თავისი თავით უკმაყოფილოა, აბა ყეყეჩი ხომ არ იქნები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s