5 გამორჩეული ფოტოგრაფი ქალი

ფოტოგრაფიას თუ შევხედავთ, როგორც სუბიექტურ თხრობას, ქალებს ამაში ბადალი, ნამდვილად,  არ გვყავს. დიდხნიანი დუმილისა და სიჩუმის შემდეგ და მას შემდეგ, რაც ქალებმა საკუთარი მნიშვნელობისა და როლის შეცნობა დავიწყეთ, დუმილი დავარღვიეთ, ლაპარაკი დავიწყეთ და სათქმელიც ყველამ ჩვენებურად გამოვხატეთ: ფუნჯით, კალმით, მუსიკით, კამერით, და აღმოვაჩინეთ, რომ ამ ყველაფერმა სიმშვიდე მოგვგვარა.

5 ფოტოგრაფი ქალი – 5 განსხვავებული ისტორია:

  1. Ruth Orkin 
     


    რუთი
     1921 წელს, ბოსტონში, მასაჩუსეტში დაიბადა. სიცოცხლის განმავლობაში რუთი მოგზაურობდა, ფოტოგრაფიით იყო გატაცებული და საკუთარი ნამუშევრებით რეალობის ფირზე გადმოტანას ცდილობდა.  ზემოთ დართული სურათი, სადაც ახალგაზრდა ქალი ჩანს კაცების გარემოცვაში, არ არის დადგმული. ფოტო კარგად ასახავს, თუ როგორი იყო მარტოხელა ქალებისთვის მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ევროპაში ცხოვრება და მოგზაურობა. სურათზე გამოსახულია ფოტოგრაფის მეგობარი Ninalee Craig, რომელიც ამბობდა, რომ სურათი სულაც არ მოგვითხრობს შევიწროებისა და კაცების მზერის შესახებ, მისი თქმით, სურათი გვიამბობს, ქალის შესახებ, რომელიც მზადაა სამყაროს შესაცნობად.

  2. Nan Goldin  

    ნენ გოლდინის შესახებ ბლოგზე  პოსტი რამდენიმე ხნის წინ გამოვაქვეყნე. ის ერთ-ერთი გამორჩეული ამერიკელი ფოტოგრაფია, რომელიც ვაშინგტონში 1953 წელს დაიბადა და გაიზარდა. მისთვის დამახასიათებელი ხედვით გადაღებული სურათები, ძირითადად, მოიცავს დრაგ-ქვინებს, ინტიმურ სცენებს, ურთიერთობებს, აგრესიას, ნარკოტიკებს და მათზე დამოკიდებულებას. გოლდინის პირველი გამოფენა ღამის კლუბში მოეწყო, 1979 წელს, მისი თავდაპირველმა ნამუშევრებმა კი საბოლოო სახე მიიღო და ‘the ballad of sexual dependency’ ეწოდა. 

  3. Annie Leibovitz
     

    მნიშვნელობა არ აქვს ვისი შემოქმედება მოგწონთ, რომელია თქვენი საყვარელი ფოტოგრაფი, ან რა სტილს ანიჭებთ უპირატესობას, საყვარელი ნამუშევრების ათეულში ერთ-ერთი, დარწმუნებული ვარ, ენი  ლიბოვიცის შემოქმედებიდან იქნება.  ენი 1949 წელს კონექტიკუტში დაიბადა. მისი კარიერა მას შემდეგ დაიწყო, რაც 1970 წელს ჯონ ლენონი გადაიღო. მოგვიანებით, ლენონი საყვარელ ქალ იოკო ონოსთან ერთად გადაიღო. ფოტოებმა მსოფლიო მოიცვა. 1983 წლიდან მოყოლებული, ლიბოვიცს არაერთი ცნობილი სახე გადაუღია, მათ შორის არიან ბარაკ და მიშელ ობამები, სკარლეტ იოჰანსონი, დემი მური და სხვ. 

  4. Francesca Woodman
     

    ფრანჩესკა ვუდმენი 1958 წელს კოლორადოში დაბადებული ფოტოგრაფია. მისი ნამუშევრები, ძირითადად, მოიცავს შიშველ სხეულებს,  შავ-თეთრ დადგმულ სცენებს, მოძრაობაში გადაღებულ კადრებს და სხვ.
    ვუდმენს გამორჩეული ხედვა ჰქონდა. მისი შემოქმედება სავსეა სულებით, მისტიკით, შიშით და სხეულებით შევსებული მიტოვებული ტერიტორიებით. 

  5. Viviane Sassen
     

    მისი ნამუშევრები პირველად თბილისის ფოტო ფესტივალზე ვნახე, რამდენიმე თვის წინ. ვივიანი 1972 წელს დაბადებული ჰოლანდიელი ფოტოგრაფია. ამჟამად ამსტერდამში ცხოვრობს. მისი ნამუშევრებისთვის დამახასიათებელია მკვეთრი ფერები, გეომეტრიული ფორმები, აბსტრაქცია. ძირითადად, მოდის სამყაროში მუშაობს,. უმუშავია სტელა მაკარტნის, ლუი ვიტონისა და Miu Miu-სთვის და სხვ. 

საბოლოოდ, ამ 5 ფოტოგრაფი ქალის გარდა, შეგიძლიათ, სხვა ცნობილი და გამორჩეული ხელოვანების ნამუშევრებსაც გაეცნოთ, მაგალითად: Tina Modotti, Sally Mann, Shirin Neshat,  Lorna Simpson, Graciela Iturbide და ბევრი სხვა. 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s