“იისფერი” – ელის უოკერი

“მე არ ვიცი როგორ ვიბრძოლო. მარტო ის ვიცი, რანაირად ვიცხოვრო, რომ ცოცხალი დავრჩე.”

ელის უოკერის “იისფერი” ის წიგნია, რომელიც აუცილებლად დაგაფიქრებთ და ძალიან 27718549_2026610214264496_580927079_nბევრს გაფიქრებთ ქალებზე. ქალები, მათი ყოფა, ცხოვრება, ყოველდღიურობა, სექსუალობა, იმედები და ფანტაზიები.

ძვირფასო ღმერთო, 

ასე იწყებს საკუთარი ცხოვრებისა და ისტორიების შესახებ საუბარს მთავარი გმირი სახელად სილი. ის პირველ პირში გვიამბობს თუ როგორია ცხოვრება აფრო-ამერიკელი ქალებისთვის, 1930-იან წლებში. მოქმედება ჯორჯიის შტატში ხდება, სადაც სილი ბავშობიდან მამინაცვლის ძალადობის, სურვილებისა და მოთხოვნილებების მსხვერპლია. ის საკუთარი მძიმე დღეებისა და წუთების შესახებ ვერავის ესაუბრება, თუმცა ვერც ჩუმად ყოფნას ახერხებს და ლაპარაკს იწყებს. ლაპარაკს იწყებს ღმერთთან.

სილი მცირე ასაკიდანვე ხდება პედოფილიის მსხვერპლი, შედეგად კი საკუთარი მამინაცვლისგან 2 შვილს აჩენს. მოგვიანებით, მამინაცვალი, რომელსაც სილის დანახვა აღარ შეუძლია და მის მიმართ საშინელ ზიზღს გრძნობს,  მას უსიყვარულოდ უფროს კაცზე აქორწინებს. კაცზე, რომელსაც პირველი ქორწინებიდან 4 შვილი ჰყავს, რომელსაც სილი დასანახად ეზიზღება და მასში მხოლოდ მოსამსახურესა და სექსუალური სურვილების დასაკმაყოფილებელ ობიექტს ხედავს. სილი შეგუებულია ბედს, შეგუებულია მწარე, უსამართლო და რთულ ცხოვრებას. სიმშვიდეს კი საკუთარ დასთან, ნეტისთან პოულობს. მაგრამ ნეტი მიდის.

მოგვიანებით ნაწარმოებში ჩნდება თავისუფალი, სიცოცხლისა და ცხოვრებით ტკბობის მოყვარული ქალი, ჯაზმომღერალი – შაგ ივერი. ის გარდატეხას ახდენს სილიში და არამხოლოდ.

ცხოვრება რთული, შიშით, ძალადობით, სისხლით და სიძულვილით სავსეა ქალებისთვის. “იისფერი” კი მხოლოდ ერთი ოჯახისა თუ ერთი ქალის ისტორიას კი არა, მთელი პერიოდის, წლებისა და საუკუნეების ყოფას გვაჩვენებს. 

“რანაირად ხდება, რო ბიბლიაში ყველაფერი ისეა, როგორც ეგენი აკეთებენ და რასაც ფერადკანიანები აკეთებენ, ყველაფერი დაწყევლილია?”

თითოეული პერსონაჟი, ხასიათით, შეხედულებებით, მიდგომებითა თუ ბუნებით ძალიან განსხვავებულია ერთმანეთისგან. მიუხედავად იმისა, რომ, ჩემი აზრით, სიუჟეტის წინასწარმეტყველება და განვითარება, ასე თუ ისე, ხშირად შესაძლებელია, პერსონაჟები მუდმივად გვაძლევენ გაკვირვების, აღფრთოვანებისა თუ იმედგაცრუების საშუალებას.

“ის მეუბნება, ჯობია, გაჩერდი, ღმერთმა არ გაიგონოსო.

გაიგონოს მერე, ვეუბნები. იცი რას გეტყვი? გაჭირვებულ ფერადკანიან ქალებს რო უსმენდეს, ცხოვრება ამნაირი ნაგავი არ იქნებოდა.”

27783689_2026609877597863_427377749_n.jpg

წიგნი ისეთ ტაბუდადებულ თემებს ეხება, როგორიცაა: რასიზმი, პედოფილია, ძალადობა, უთანასწორობა. ნაწარმოებში ასევე ვითარდება განსხვავებული და ძალიან მნიშვნელოვანი ხაზი, სადაც ჩანს თუ როგორ ანადგურებს და არაფრად აგდებს დიდი კორპორაცია პატარა აფრიკულ ტომს, მათ საცხოვრებელს, ტრადიციებს, ისტორიას, რწმენას და სხვ. 

საბოლოოდ კი, მნიშვნელოვანია, თუ როგორ იზრდებიან და თავისუფლდებიან ნელ-ნელა ქალები. როგორ სწავლობენ საკუთარი თავის, ბუნებისა და სხეულის სიყვარულს. როგორ ეხმარებიან და გვერდში უდგანან ერთმანეთს. . მნიშვნელოვანია სიყვარული, რომელიც ქალებს უფრო ლაღსა და გახსნილს ხდის. ყველაფერი ეს კი დაუმორჩილებლობით, დაუსრულებელი ბრძოლით და, პირველ რიგში, ქალური სოლიდარობით იწყება. 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s