უმაგრესი დიეტა. 3 დღეში -7კგ.

“რავი, რათ გინდა შენ დიეტა. ერთი 5-7 კილო და ეგაა რა”

“ცომი ამოაგდე საერთოდ, ტკბილიც, და ეგაა რა”

“6-ის მერე არ ჭამო, მანამდეც 3 საათში ერთხელ ჭამე ხოლმე და ძააან ცოტა და ვსო რა. ძაან მარტივია, მოინდომო მთავარია”

“რავი, მე არ მქონია არასდროს წონის პრობლემა, მაგრამ ჩემი ბიძაშვილი 4 თვე მარტო ქატოზე იყო და მაგრად დაიკლო. ვკითხავ თუ გინდა დეტალებს და სცადე, მაგრად დაიფერთხები”

“ყველაზე მთავარია, რომ კალორიები ითვალო და რასაც შეჭამ, მერე ვარჯიშით მოიკლო”

“დილას 1 მოხარშული კვერცხი, შუადღეს 2 პომიდორი, მარილის და ყველაფრის გარეშე და საღამოს სუხარი და მოხარშული ქათმის ხორცი (100 გრამი). პირველი 1 კვირაა რთული და მერე აღარ”

“ანუ, ცომი ამოაგდე, ტკბილიც, ხორცი მარტო მოხარშული, 6ის მერე არ ჭამო და ვსო რა”

“დღეში მარტო 4 საათი ჭამ, მაგრამ რამდენსაც გინდა იმდენს, თან რასაც გინდა იმას ჭამ. ძაანაც ნუ გადასკდები, ნუტელები და რაღაცეები არ გინდა, მაინც და მაინც”

“ძააან ლამაზი ხარ, აი, შენზე ლამაზი რავი. დიეტაზე არ ხარ?”

“მოკლედ, ჯაჭვლიანის დიეტაა ყველაზე მაგარი. დაგუგლე და ამოგიგდებს, თან ძვირიც არ დაგიჯდება”

“მე დიეტოლოგთან ვიყავი და ძააან კაი დიეტა გამომიწერა. სუ კორეული ყველი, ტაილანდურად შეპუწკული ხორცი და რაღაცეები. მოგცემ თუ გინდა ნომერს”

“მთელი დღე სოსისებს ჭამ, მოხარშულს, მაგრამ რამდენსაც გინდა. 1 თვე თუ გაქაჩე და არ მოკვდი, გახდები უეჭველი”

“თურმე ბანანს რომ სუნავ, გგონია, რომ დანაყრდი”

“ექიმმა ვეგეტარიანელი რომ ხარ, მაგის გამო გაქვს წონის პრობლემებიო და რავი”

 

 

3 responses to “უმაგრესი დიეტა. 3 დღეში -7კგ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s