მოწევა, ხორცი და სამსახური

სამწუხაროდ, ის ადამიანი ვერ გამოვდექი, 2017 წელს რომ ძალიან ბევრი გაკვეთილი მიიღო, გადაიაზრა ცხოვრება და მომავალ წელს მომზადებული და იმედებით აღსავსე ხვდება, ამიტომ წინა წლის შემაჯამებელი პოსტიც არ დამიწერია ბლოგზე.

რამდენიმე საინტერესო ფაქტი და ცვლილება ნამდვილად მოხდა ჩემს ცხოვრებაში 2017 წლის ბოლოს, მაგალითად, ზუსტი თარიღი არ მახსოვს, მაგრამ, დაახლოებით ზაფხულამდე რამდენიმე თვით ადრე სიგარეტის მოწევას დავანებე თავი. დავფიქრდი და მივხვდი, რომ თბილისში, სადაც საშინელ ჰაერს ისედაც ყოველდღიურად ვსუნთქავ, სიგარეტის მოწევა ნამდვილად დიდი მავნებლობაა საკუთარი თავის მიმართ. ჯერ კოლოფის ყიდვას დავანებე თავი, შემდეგ დღეში მხოლოდ 2-3 ღერს ვეწეოდი, მოგვიანებით კვირაში 1-2 ღერზე გადავედი,  31 დეკემბრის შემდეგ კი საერთოდ და საბოლოოდ დავანებე თავი. მანამდე მოწევის გარეშე ჩემი ცხოვრება ნაკლებად წარმომედგინა, ახლა სიგარეტით ხელში ვეღარ წამომიდგენია, როგორი ვიყავი და რატომ.

26 ნოემბერს ვეგეტარიანელი გავხდი, ხორცზე ვთქვი უარი. ერთადერთი სამწუხარო ამბავი ჩემს ვეგეტარიანელობაში ისაა, რომ თევზეულზე ვერ ვთქვი უარი, სუშის სიყვარულისდა გამო, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ მშვენივრად ვგრძნობ თავს ხორცის გარეშე, მორალურადაც და ფიზიკურადაც.

კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ 1 ნოემბერს მუშაობა დავიწყე ციფრულ სააგენტო Marmelads-ში. სოციალური მედიის მენეჯერი ვარ. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ გასაუბრებაზე საშინლად weird პასუხების და უფრო weird წინასაახალწლო კამპანიის გადაგზავნის შემდეგ მაინც დაინტერესდნენ ჩემით და, საბედნიეროდ, მომცეს შანსი, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში საკუთარი ცოდნა ჩემთვის გაეზიარებინათ. Marmelads-ი ის ადგილია, რომელზე უკეთესი სამუშაო გარემო თუ სადმე არსებობს, ეჭვი მეპარება;  სადაც არასოდეს მეზარება მისვლა, სადაც მუშაობა, ყოფნა, სწავლა მსიამოვნებს და სადაც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ყველამ ერთად თავი უკეთ ვიგრძნოთ, უკეთ ვიმუშაოთ და უკეთესი შედეგები დავდოთ. thanks for second chance.

2017-2018 წლის სიახლეებს რაც შეეხება, კიდევ ერთი ამბავი ისაა, რომ ერთი თვის განმავლობაში მედიტაციის სესიებზე დავდიოდი yoga rooms-ში. რატომღაც არეული და აწეწილი მდგომარეობა მქონდა შინაგანად, შესაბამისად, კვირაში ერთი დღე სუნთქვითი ვარჯიშები, მშვიდად საუბარი და ჩაი ნამდვილად მშველოდა. სამომავლოდ იოგაზე ვაპირებ სიარულის გაგრძელებას, თუმცა, ჯერ-ჯერობით უნივერსიტეტში საგნების რეგისტრაციის დაწყებას ველოდები, რომ ცხრილი დავალაგო და თავისუფალი დროც გამოვნახო სწავლასა და სამსახურს გარეთ.

დიდი ხანია პირადი პოსტი არ დამიწერია, ამიტომ, ბარემ, ერთიანად გაგიზიარეთ სიახლეები, თუ ეს, რა თქმა უნდა, საინტერესო იყო თქვენთვის.

Bis Bald.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s