რაჭა, სალაშქრო სეზონის გახსნა’18

 

 

პარასკევს, 13 აპრილს შუადღისკენ წავედით სალაშქრო სეზონის გახსნაზე რაჭაში, შაორზე. წასვლამდე რაღაც ამოუცნობი წარმომავლობის ჭაჭაც ვიყიდეთ. სეზონის გახსნა პატრიოტთა ბანაკის გადასახვევთან იყო, სადაც ღამის 10 საათისკენ მივედით. საშინელი ტალახი და წვიმა იყო, ამიტომ სიარული ძალიან გვიჭირდა. საბოლოოდ, მივაღწიეთ დანიშნულების ადგილს, კარავი გავშალეთ და დავლაგდით. იმისდა მიუხედავად, რომ ღამე საშინლად ყინავდა, წვიმდა და საშინელზე საშინელი ამინდი იყო, ყველაფერი ტალახიანი იყო, გვციოდა, საძილე ტომრები არ იკვრებოდა და ყველა ფეხსაცმელ-ტანსაცმელი სველი გვქონდა, მაინც კარგი დრო ვატარეთ.

 

ორი შესანიშნავი ფაქტი მოხდა რაჭაში ყოფნის დროს:

1. ყურსასმენი, რომელიც რამდენიმე თვის წინ დავკარგე, საწვიმარის ჯიბეში აღმოვაჩინე;

2. ჩემი მობილური, რომელსაც დინამიკი გაუფუჭდა და რამდენიმე კვირა ხმას არ იღებდა, რაჭაში თავისით გაკეთდა.

ძირითადად, რაც მთელი პარასკევი-შაბათი-კვირა ხდებოდა იყო ცეცხლის დანთების უშედეგო მცდელობა, ძალიან პატარა კოცონთან შეკრებილი ათობით ადამიანი, ცეცხლის გარშემო ტანსაცმლის გაშრობა, სასმელის გაცვლა-გამოცვლა, სიმღერა და, რა თქმა უნდა, პატარა მზის სხივის გამოჩენაზე კივილ-წივილი.

კვირას დღისით ჩავლაგდით და გამოვუდექით თბილისისკენ გზას. დაახლოებით 12 კმ. ისე გავიარეთ, არავინ არ გაგვიჩერა მანქანა (ნუ, ლოგიკურია, ძალიან ტალახიანები და ძუნძგლიანები ვიყავით) და მაშინ, როდესაც იმედი საბოლოოდ გადაგვეწურა, პატარა მანქანამ და სამმა კეთილმა ადამიანმა შეგვიცოდა და თბილისში გაგვიყოლა.

დიდი ხანია სალაშქრო-საკემპინგოდ არ გავსულვარ ქალაქგარეთ და კიდევ უფრო დიდი ხანია, რაც რაჭაში არ ვყოფილვარ, ამიტომ, (და სხვა მრავალი მიზეზისდა გამო) მე კმაყოფილი ვარ. მთავარია, გაურკვეველი წარმომავლობის ჭაჭას, წვიმის კარავში შემოსვლას და გამხმარ ლობიანებს ცოცხლები გადავურჩით.

One response to “რაჭა, სალაშქრო სეზონის გახსნა’18

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s