“ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი” – მაია ენჯელოუ

37679820_2126964484229068_3468897677406633984_nგიფიქრიათ, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო თქვენი ცხოვრება ღარიბ, ფერადკანიან ქალად რომ დაბადებულიყავით? როგორი იქნებოდა მუდმივი ბრძოლა მიზოგინიასთან, რასიზმთან, გაჭირვებასთან. როგორი იქნებოდა მუდმივად იმაზე ფიქრი, რომ ვიღაც თქვენზე მეტია, ვიღაცას თქვენზე მეტი შესაძლებლობები და უკეთესი მომავალი აქვს და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ თეთრკანიანია. ეს მცირე დეტალი კი მთელს მის ცხოვრებას განსაზღვრავდა: უკეთესი განათლება, უკეთესი შესაძლებლობები, უკეთესი პროფესია, უკეთესი ცხოვრება, წინსვლა, წარმატება.

გიფიქრიათ, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო თქვენი ცხოვრება ღარიბ, ფერადკანიან ქალად რომ დაბადებულიყავით?

მაია ენჯელოუს ავტობიოგრაფიული რომანი “ვიცი, რაც გალობს გალიის ჩიტი” მისი ცხოვრების ადრინდელ, ბავშვობისა და თინეიჯერობის, წლებს ეხება. პატარა და უსუსურ და-ძმას დედ-მამა განქორწინების შემდეგ ბებიასთან და ბიძასთან გზავნის საცხოვრებლად. პატარები იწყებენ ახლებურ ცხოვრებას, იძენენ ახალ მეგობრებს, გამოცდილებებს, ცოდნას. რომანში კარგად ჩანს პატარა მაიას განცდები და შიშები. კარგად ჩანს, თუ როგორ უყურებს ის საკუთარი პატარა თვალებით საფრთხით და საშიშროებებით სავსე სამყაროს.

“თავს საშინლად ვგრძნობდი იმის გამო, რომ შავკანიანი ვიყავი და საკუთარი ცხოვრების 1103-maya-angelou_atჩემს ნებაზე წარმართვა არ შემეძლო; ცხოვრების სისასტიკე ასეთ ახალგაზრდას უკვე იმას მასწავლიდა, რომ ჩუმად მჯდარს მესმინა, როგორ მიყენებდნენ ბრალდებას კანის ფერის გამო და თავი არ დამეცვა. ყველანი უნდა დავხოცილიყავით. გავიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა, ყველანი ერთად ამოვწყვეტილიყავით და ჩვენი ცხედრები ერთ გროვად დაეხვავებინათ. ამ გვამების პირამიდის საძირკვლად თეთრკანიანები უნდა ქცეულიყვნენ, როგორც ყველაზე ფართოდ გავრცელებული საზოგადოება…”

წიგნში ნახავთ თუ რა გზას გადის, როგორ იზრდება და იცვლება მაია 3 წლიდან თინეიჯერობის ასაკამდე. როგორ განიცდის, რომ ის, რაც სხვებისთვის მარტივი მისაღებია, მისთვის უბრალო ოცნება შეიძლება იყოს. ნახავთ, როგორია მისი, როგორც ქალის, როგორც ფერადკანიანი ქალის, თვალით აღქმული საზოგადოება. როგორია მისი დამოკიდებულება ოჯახისადმი, საკუთარი შესაძლებლობებისადმი და იმ მწარე გამოცდილებებისადმი, რომელიც ცხოვრებისგან მიიღო.

“ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი” – ამ ავტობიოგრაფიული რომანის მეშვეობით თავად გასცემთ პასუხს იმ კითხვას, თუ რატომ ჩუმდებიან ხშირად ბავშვები მათზე ძალადობის შემდეგ, რატომ არ იღებენ ხმას და რატომ ინახავენ საიდუმლოდ მწარე გამოცდილებებს. თავად გასცემთ პასუხს იმ კითხვას, თუ რატომ ეშინიათ ხშირად ქალებს წარსულისთვის თვალის გასწორების, რატომ უწევთ ფერადკანიან ქალებს ორმაგი და ოთხმაგი შრომა მცირე მიზნებისთვის და როგორია იმ მხარეს დგომა, სადაც ყველაზე უფრო ჩაგრული ადამიანები არიან მხოლოდ.

რასიზმი, მიზოგინია, ძალადობა – ეს ის თემებია, რომლებსაც მაია ენჯელოუ ეხება ნაწარმოებში. ეხება, რადგან მწარე გამოცდილებები ალაპარაკებს.

“მაშასადამე, თეთრკანიანი ბავშვები გალილეოები და მადამ კიურები უნდა გამოსულიყვნენ, ედისონები და გოგენები, ხოლო ჩვენს ბიჭებს კი (გოგონებს სათვალავშიც არავინ გვაგდებდა) თავი უნდა მოეკლათ, რომ ჯესი ოუენსისა და ჯო ლიუისის წარმატება გაეზიარებინათ …. ჩვენ მოხელეები და მიწის მუშები, ხელოსნები და მრეცხავები ვიყავით და თუკი რამე მეტს მოვინდომებდით, ეს კურიოზული და კადნიერი სწრაფვა იქნებოდა.”

წიგნის მთავარი ხიბლი, ჩემი აზრით, არის ის, რომ ვხედავთ გარდატეხას, ვხედავთ ზრდას, განვითარებას, ბრძოლას. აქ ვერ შეხვდებით კიდევ ერთ მოკლულ, განადგურებულ, თვითმკვლელ ქალს, როგორადაც ხშირად ხატავენ მწერლები ქალებს და მათ ხვედრს. ნაწარმოებში ნახავთ ქალს, რომელმაც წარსული წარსულში დატოვა, რომელმაც თავი არავის დაუხარა და ცხოვრება უფრო დიდი მიზნების და მწვერვალების დაპყრობაში განაგრძო.

One response to ““ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი” – მაია ენჯელოუ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s