“მისტერიები” – კნუტ ჰამსუნი

თუ საიდუმლოებებით, გაურკვევლობებითა და უპასუხო კითხვებით სავსე ნაწარმოებს ეძებთ, ნამდვილად სწორ ადგილას მოხვდით.

წარმოიდგინეთ, რომ ნორვეგიის ერთ-ერთი პატარა ზღისპირა ქალაქში ცხოვრობთ, სადაც 41396901_338988366853257_4307310585332105216_nარაფერი საინტერესო და გამორჩეული არ ხდება, თქვენი ცხოვრება ჩვეული რუტინით იტოვებს უკან დღეებს, ამ დროს კი ქალაქში ჩნდება უცხო, არსაიდან მოსული კაცი, ვიოლინოს ჩემოდნით ხელში. მისი სახელია ნაგელი.

და რა არის პირველი, რაც მის შესახებ დაგაინტერესებთ?

ვინაობა? წარმომავლობა? მიზნები? წარსული?

წიგნში კონკრეტულს და დაზუსტებულს ვერაფერს გაიგებთ ამ პერსონაჟის შესახებ.  ნაგელი საინტერესო და ამოუცნობი პიროვნებაა, რომელიც არაორდინალურად გამოიყურება, იქცევა, საუბრობს. გამოჩენის დღიდან კი ქალაქში ყველაზე მნიშნელოვან ადამიანების წრეში ხვდება. იცნობს და ურთიერთობას ამყარებს, როგორც ყველაზე გამორჩეულ, ასევე, ყველაზე უფერულ და უხილავ ადამიანებთან. სწორედ ადამიანებთან ურთიერთობისას დაინახავთ მის ნამდვილ ხასიათს, ჟინს, ინტერესს, თუმცა, ამავდროულად მისი საუბრის მანერა, საკითხები, რომლებსაც არჩევს, შეხედულებები, რომლებსაც აჟღერებს, მიგახვედრებთ, რომ ის, შესაძლოა, თამაშობდეს. თამაშობდეს და ირგებდეს იმ როლს, რომელიც მარტოსულ, მიტოვებულ ადამიანს სჭირდება თვითგადარჩენისთვის, რწმენის დაბრუნებისთვის, ცხოვრების აზრის ძიებისთვის.

წიგნის ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟია დაგნი შელანდი – ქალი, რომელიც ახერხებს ყველა კაცი თანაბრად მოხიბლოს და თავი შეაყვაროს. რა თქმა უნდა, არც ნაგელია გამონაკლისი. დაგნი შელანდი ის პერსონაჟია, რომელიც კარგად ირგებს სუსტი ქალის როლს, თუმცა, ნაწარმოებში კარგად ჩანს მისი პიროვნება: მუდმივი მოთხოვნილება ყურადღების ცენტრში ყოფნისა, ფეთქებადი ხასიათი, მიზნის მისაღწევად ყველაფერზე წასვლა, ძლიერი პიროვნული თვისებები და სხვ.

ნაწარმოების სიუჟეტი ბანალური და მოსალოდნელი განვითარებებით სავსეა. კითხულობ და იცი, როგორი შეიძლება იყოს მისი განვითარება, თუმცა კითხვის პროცესში მუდმივად გექნებათ განცდა, რომ რაღაც უფრო ღრმა და დიდი იმალება მეტაფორებსა და მისტერიულ საუბრებს მიღმა. ჰამსუნი ზუსტად ამართლებს წიგნის სათაურს. ის გიტოვებთ ყველანაირ თავისუფლებას, რომ სათქმელი ისე გაიგოთ, როგორც ეს თავად გსურთ და რომ გარკვეული ეპიზოდები ისე აღქვათ, როგორც ამას თქვენი გონება და გული გიკარნახებთ.

 

 

 

One response to ““მისტერიები” – კნუტ ჰამსუნი

  1. დიდებული ნაწარმოებია ნამდვილად და ჰამსუნი გენიაა ნამდვილი. საქართველოში იმოგზაურა და ნარკვევებიც დატოვა კავკასიის და კერძოდ საქართველოს შესახებ დრო რომ გექნება წაიკითხე…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s