შეგრძნებები რჩებიან

cd9e7fe23c75dab4c44c4869726a61c9.jpgადამიანები მათთან დაკავშირებული შეგრძნებებით მამახსოვრდებიან. მამახსოვრდებიან იმის მიხედვით, თუ რას ვგრძნობდი: დისკომფორტს და უხერხულობას, თუ კომფორტს და სიმშვიდეს? ბედნიერებას და სიხარულს, თუ დაძაბულობას და შიშს.

ადამიანები შეგრძნებებით მამახსოვრდებიან – ეს კი უტყუარი ხერხია მათ ამოსაცნობად. იმის გასარკვევად, ღირს თუ არა ეს ადამიანი შენს ცხოვრებაში შემოუშვა, ღირს თუ არა ამ ადამიანს უფლება მისცე შენს პირად სივრცეში ფუსფუსის და ბოდიალის, ღირს თუ არა ეს ადამიანი რამედ და გაუყოფდი თუ არა მას ცხოვრების სულ ერთ პაწაწინა ნაწილს, დროს, წუთს, პერიოდს.

და მნიშვნელობა არ აქვს 1 დღიანი მეგობრობა იქნება, 2 კვირიანი ნაცნობობა თუ 3 წლიანი ურთიერთობა, ყველა მათგანი გამორჩეულია და ერთმანეთისგან განსხვავებულია – ზოგი იმედგაცრუებით, ზოგი აღფრთოვანებით, ზოგი უსიამოვნო მოულოდნელობით, ზოგიც სიმშვიდით.

ვიღაცები ერთი დღით მოდიან და ჩერდებიან, ვიღაცები კი საუკუნეები რჩებიან.  ერთი რამ კი უცვლელი რჩება – შეგრძნებები.

შეგრძნებები არსად ქრებიან.

One response to “შეგრძნებები რჩებიან

  1. ამ ქვეყანაზე არაფერია სრულყოფილი, გარდა უბედურებისა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s