რამდენიმე დღე ზვოლეში

20181021_134850.jpg

მეხუთე დღეა ნიდერლანდებში ვარ. ვესწრები FEJS-ის მიერ ორგანიზებულ გენერალურ ასამბლეას თემაზე “გენდერი და მედია მრავალფეროვნება”.

FEJS-ის საიტზე წერია, რომ პირველი მიზეზი, რატომაც ადამიანები იღებენ მათ მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობას , არის – დაუვიწყარი მოგონებები და ეს ნამდვილად ასეა.

ბილეთები, მონაწილეობის საფასური და სხვა დანარჩენი ჩვენმა უნივერსიტეტმა (The University of Georgia / UG) დაფარა. ორნი წამოვედით საქართველოს უნივერსიტეტიდან და, საბედნიეროდ, მშვენივრად შევეწყვეთ ერთმანეთს.

პირველი დღე კემპენში გავატარეთ და პირველი რამაც აღვაფრთოვანა იყო სიმშვიდე, მოწესრიგებული ქუჩები, ველოსიპედების წარმოუდგენელი რაოდენობა და ადამიანების დამოკიდებულება. თუ თბილისში ერთი აღმაშენებელია, სადაც დაბალი და ლამაზი შენობები, მოწესრიგებული გზა და ნორმალური გარემოა, აქ მთელი ქალაქი და ქვეყანა ასეა. დაახლოებით ევროპულ 5-6 ქვეყანაში მიმოგზაურია, მაგრამ ნიდერლანდებმა ნამდვილად აღმაფრთოვანა. პირველივე ნაბიჯი ქუჩაში ნამდვილად იყო კულტურული შოკი. მეორე დღეს ზვოლეში გადავედით და პატარა სპორტულ კამპუსში დავბინავდით. ყოველდღე ველოსიპედებით დავდივართ ყველგან, რაც საკმაოდ უჩვეულოა ჩვენთვის. პირველი რამდენიმე დღე საერთოდ არ ვჯდებოდი ქალაქში ველოსიპედზე, მეშინოდა, მაგრამ დღეს ყველგან ველოდიპედით მივბოდიალდ-მოვბოდილალდი და  im kinda proud of myself.

ჩატარებული ლექციები ძალიან საინტერესო იყო, ძირითადად ეხებოდა ადამიანთა უფლებებს, გენდერს, მედიაში გაშუქების გზებს, ხერხებს, ეთიკურ დილემებსა და წესებს.

ჩამოსვლიდან პირველივე დღეები სავსე იყო fail-ებით, მაგრამ ყველაზე, ყველაზე სასაცილო და სამარცხვინო fail-ები იყო ეს, ალბათ, ჩვენს ცხოვრებაში.

ხვალ ამსტერდამისკენ მივდივარ, სადაც რამდენიმე დღეს დავრჩები 28-ში კი საბოლოოდ დავუბრუნდები მშობლიურ თბილისს.

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s