2019 წლის დაგვიანებული პოსტი

2019 წელს პოსტი საერთოდ არ დამიწერია, ამის მიზეზი, პირველ რიგში, ის არის, რომ დღის განმავლობაში ძალიან დატვირთული ვარ. ის დრო კი, რაც თავისუფალი მაქვს, ძირითადად, ვიტამინების მიღებას და ნეტფლიქსის ყურებას ეთმობა.

პოსტის წერა რამდენჯერმე დავიწყე, მაგრამ ყოველ ჯერზე draft-ებში შევინახე ნაწერი და უკან გავბრუნდი. ბევრი რამ შეიცვალა და ბევრი რამ მაქვს მოსაყოლი, მაგრამ რაღაცებზე ლაპარაკი უბრალოდ არ გამოვა.

პირველ რიგში, Marmelads-ში, ჩემს პირველ ანაზღაურებად და ყველაზე სუპერ სამსახურში აღარ ვმუშაობ. ახლა კრეატიულ სააგენტოში FollowFox ვარ, Copywriter-ად ვმუშაობ. პარალელურად Navigator.ge-სთვის ვწერ პატარ-პატარა ნიუსებს ტექნოლოგიურ სიახლეებზე, ჟურნალი თორმეტისთვის (Tormeti.com) კი, სტატიებსა და ნიუსებს ვამზადებ სხვადასხვა თემაზე. ყველაფერ ამას ემატება ის, რომ ბოლო სემესტრი მაქვს უნივერსიტეტში და, შესაბამისად, ძალიან დატვირთული ვარ.

დაახლოებით სამი წიგნის შესახებ მინდა პოსტი დავწერო, მაგრამ ვერც ამას მოვაბი თავი. არც არავინ არის ალბათ, ვინც კითხულობს, ან ელოდება ჩემს ნაწერებს, მაგრამ 2013 წლიდან დაწყებული ბლოგის შუა გზაზე მიტოვება არ მინდა, ამიტომ ხანდახან შეგაწყენთ ხოლმე თავს ჩემი აღმა-დაღმა ბოდიალით.

ისე, სხვა ამბებს და სხვა სიახლეებს რაც შეეხება, იმაზე კარგად და ბედნიერად ვარ, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი და, იმედი მაქვს, ასე გაგრძელდება სულ. სულ. სულ.

2 responses to “2019 წლის დაგვიანებული პოსტი

  1. მიხარია ამდენი სიახლე რომ გაქვს და ბედნიერად გრძნობ თავს. მოგვიყევიხოლმე ამბები, მე გელოდები ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s