“მხევლის წიგნი” – მარგარეტ ეტვუდი

დიდება შენდა,

handmaid.2_-_dribbble

იდეა, რომ მომავალი შესაძლოა სულაც არ გავდეს იმას, რასაც გონებაში წარმოვიდგენთ ხოლმე, რეალურია. ის, რომ ხვალინდელი დღე დღევანდელზე უარესი შეიძლება იყოს და 30 წლის შემდეგ ტექნოლოგიურად და მეცნიერულად განვითარებულ ქვეყანაში კი არა, უბრალოდ თეოკრატიულ სახელმწიფოში ვიცხოვროთ სავსებით დასაშვებია.

“თავისუფლება მრავალნაირი არსებობს, იტყოდა დეიდა ლიდია, თავისუფლება სწრაფვისა და თავისუფლება თავდაღწევისა. იმ ანარქიის პერიოდში თავისუფლება იყო სწაფვა, ახლა კი გვაქვს თავდაღწეულთა თავისუფლება. დააფასეთ იგი.”

წარმოგიდგენიათ, როგორი იქნებოდა ცხოვრება, თუ ძალაუფლების სათავეში მყოფი ადამიანები რწმენას იარაღად გამოიყენებდნენ?

მარგარეტ ეტვუდის ნაწარმოებში “მხევლის წიგნი” აღწერილია სამყარო, სადაც ქალები მხოლოდ რეპროდუქციის უნარის მქონე მეორეხარისხოვანი არსებები არიან. მათ არ აქვთ სიყვარულის, ქორწინების, ბედნიერების, თავისუფლად საუბრის, კითხვის, ქუჩაში საკუთარ ნებაზე გადაადგილების, მეგობრების ყოლის უფლება. ეს არის სამყარო, სადაც ყველაფერი რელიგიურ მოძღვრებასა და ძველ აღთქმას ემორჩილება. ყველაფერი საუკუნეების წინ შედგენილი სწავლებების ირგვლივ ბრუნავს.

thehandmaidstale_cover_800x600

“ახალგაზრდებმა არაფრის ფასი არ იცით, გვეუბნებოდა ის, არ იცით, რად დაგვიჯდა, რომ თქვენ დღეს ასე გეცხოვრათ. შეხედე შენს ქმარს, როგორ ჭრის სტაფილოს. იცით, რამდენი ქალის სიცოცხლე შეიწირეს, რამდენი ქალის გვამი გადათელეს ტანკებმა, რომ ამისთვის მიგვეღწია?”

დემოკრატიულ სახელმწიფოში უარესობისკენ ცვლილებები მაშინ იწყება, როდესაც რელიგიური ექსტრემისტები მოძლიერებას, საკუთარი იდეების გავრცელებას და ნორმალიზებას იწყებენ. საზოგადოება კი გამოფხიზლებას ვერ ასწრებს ისე იღებენ ძალაუფლებას ხელში რელიგიური ფანატიკოსები.

საბოლოოდ, ეტვუდი გვიყვება ერთი ოჯახის, ერთი ქალის გარშემო განვითარებულ ისტორიას.

გაუძლებენ ქალები ამ რთულ პერიოდს? შეძლებენ ქალები ისევ თავისუფლად სუნთქვას? გააძლიერებენ ქალები ერთმანეთს? გადარჩებიან ქალები?

პასუხები ყველა ჩვენგანშია.

 

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s