“ფრანით მორბენალი” – ხალიდ ჰოსეინი

ხალიდ ჰოსეინი ავღანური წარმოშობის ამერიკელი მწერლია, რომლის წიგნი “ფრანით მორბენალი” სწორედ ავღანურ-ამერიკული ცხოვრების შესახებ გვიამბობს.

არის ცხოვრებაში ფაქტები, რომლებსაც ვერაფრით შევცვლით, რომლებიც ღამე მშვიდად დაძინების საშუალებას არ გვაძლევენ და რომლებიც მუდმივად, ყველა ბედნიერ, თუ მძიმე მომეტში გვახსენებენ თავს.

A new dawn! glory path innocence fire newday peace destruction kid runner kite digitalart illustrations

 

“დღეს რაც ვარ, იმად 12 წლის ასაკში , 1975 წლის ერთ ცივ, პირქუშ დღეს ვიქეცი” – ასე იწყებს საკუთარი ისტორიის მოყოლას ამირი. ის საკუთარ ბავშობაზე, ბაბაზე, პატარა მეგობარ ჰასანზე და ჰასანის მამა ალიზე გვიამბობს. ყველაფერი ძალიან მარტივი, ლამაზი და ფერადია, მანამ, სანამ ამირის ცხოვრებაში ერთი ძალიან მძიმე დღე დადგება. ეს დღე კი ყველაფერს ცვლის. ყველა მოგონებას, ყველა მომავალ გადაწყვეტილებას, ყველა წუთსა და წამს.

“იცოდე, მხოლოდ ერთი ცოდვა არსებობს, მხოლოდ ერთი – ქურდობა, ყველა სხვა ცოდვა ქურდობის ვარიაციაა… კაცს როცა ჰკლავ, მის სიცოცხლეს იპარავ… კაცის ცოლს ქმრის ყოლის უფლებას ჰპარავ, ბავშვებს – მამას, როცა ცრუობ, სიმართლის გაგების უფლებას ჰპარავ ვიღაცას, როცა თაღლითობ – სამართალს.”

ამირი მთელი თავისი გავლილი ცხოვრების შესახებ გვიყვება. გვიამბობს, თუ როგორი გაუბედავი, როგორი მშიშარა და სუსტი, როგორი გულღია და კეთილი, ან როგორი მშვიდი და გამგები იყო ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. გვიამბობს, თუ როგორ შეიცვალა, როგორ დატოვა ავღანეთი, როგორ შეძლო მამასთან ურთიერთობის დალაგება, ოჯახის საიდუმლოებების გარკვევა, სიმართლის აღმოჩენა, ღირსეული გადაწყვეტილებების მიღება და წარსულ შეცდომებთან დაპირისპირება.

“მეშინიაო, მითხრა. რატომ–მეთქი, ვკითხე და ასე მიპასუხა: ისეთი ბედნიერი ვარ, მეტისმეტად ბედნიერი, რომ მეშინია. ვინ შეგარჩენს ასეთ ბედნიერებას, ასე მაშინ ხდება, როცა ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა წაგართვანო.”

ნაწარმოები მარტივად და სწრაფად იკითხება და, რაც მთავარია, გვიამბობს ავღანეთში განვითარებული მოვლენების შესახებ: მშვიდი ცხოვრება, საბჭოთა კავშირის შესვლა, თალიბანი და მისი ქვეყანაში გაძლიერება. თუ როგორ იქცა ერთ დროს მშვიდი, წყნარი და რუტინული ცხოვრება ავღანელებისთვის ჯოჯოხეთად. თუ როგორ გახდა ძალადობა, სიკვდილი, გადარჩენისთვის ბრძოლა მათი ყოველდღიურობის ნაწილად.

“ცხოვრება გრძელდება, ამბობენ ავღანეთში. არც დაწყებას გეკითხება ვინმე, არც დასასრულს, არც კვანძის გახსნას და არც კულმინაციას. უბრალოდ, მიდის, ქუჩების მტვრიანი ქარავანივით წინ მიიზლაზნება”

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s