პატარა კომფორტის ზონა

სიმშვიდის შეგრძნება არ ვიცი როდის მოდის. განსაკუთრებული შემთხვევების და მომენტების გარდა ვერ ვგრძნობ ხოლმე. სულ რაღაცაზე ვშფოთავ, სულ არსებობს საქმე, რომელიც მალე უნდა გავაკეთო და სულ არსებობს თემა პირად ცხოვრებაში, რომელზეც ბევრი უნდა ვიფიქრო.

ბოლო თვეები სიმშვიდე, თითქმის, არ მიგრძვნია. ან ცუდად ვგრძნობდი თავს, ან მილიონი დედლაინი მქონდა, რაზეც გაუთავებლად ვნერვიულობდი, ან ყველაფერს ვა-overthinking-ებდი.

დეპრესიულად და ცუდად ყოფნას ერთი საშინელი თვისება აქვს – თავს გაყვარებს. სევდაში მცირე შვებას პოულობ, შემდეგ კი მისგან პატარა კომფორტის ზონას იქმნი, რომლისგანაც გამოსვლა საშინლად გიჭირს და, სიმართლე რომ ვთქვათ, არც გინდა.

ასეც იყო.

ჩემი მცირე კომფორტის ზონა შევიქმენი, ჩავეშვი ამ სევდაში და, იმისდა მიუხედავად, რომ გარეგნულად ყველაფერი ძველებურად კარგად იყო, იმ შფოთვას, რომელიც მუდმივად მახსენებდა თავს, ვერაფერს ვშველოდი, ან უბრალოდ არაფერს ვშველოდი.

ყოველ ღამე ერთი და იმავე შინაარსის სიზმრები, ყოველ დღე ერთი და იმავე ფიქრები.

რამდენიმე თვე გავიდა უკვე. ნელნელა თემებს, რომლებიც მაშფოთიალებდა, ცივი გონებით, ყველანაირი ემოციის გარეშე შევხედე და მივხვდი, რომ ყველაფერი მაშინ დალაგდება, როდესაც გაიაზრებ, რომ ამ პანიკურ შეტევებს, ნერვიულობას, თვითგვემას და ცუდად ყოფნას არ იმსახურებ. არც ტოქსიკურ ურთიერთობებს იმსახურებ და არც ტოქსიკურ ადამიანებს.

არაფერია სამყაროში ისეთი, რაც ამად გიღირს.

შენც გაქვს ბედნიერების უფლება და შენც გაქვს უფლება, საკუთარი თავი დააყენო პრიორიტეტად.

“The truth is, unless you let go, unless you forgive yourself, unless you forgive the situation, unless you realize that the situation is over, you cannot move forward.”

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s