“დედის რძე” – ნორა იკსტენა

67675620_2372981776294003_2336878825146679296_n

მთარგმნელი: მზია კობერიძე

“ჩემმა დაბადებამ იძულებული გამხადა, მეცოცხლა. სინამდვილის რა აბსურდული მოვლენაა. რა ბევრი არიან ისინი, რომელთაც, იქნებ, ამქვეყნად ყველაზე მეტად სიცოცხლე სურდათ, მაგრამ არ დაიბადნენ. ასეთი საოცრად უბრალო მექანიზმი – იბრძოლო, რათა იცოცხლო. და, ამავდროულად, ისეთი მისტიკური – ვის უწერია სიცოცხლე? ვინ განაგებს ამას?”

როგორი იქნებოდა ცხოვრება, თუ მუდმივად გექნებოდათ განცდა, რომ გალიაში ხართ გამომწყვდეული? შეეგუებოდით ტყვეობას, თუ მუდმივად მისგან დახსნის დაუძლეველი სურვილით იქნებოდით შეპყრობილი? შეეგუებოდით თავისუფლების დაკარგვას, თუ ყველა ხერხს იხმარდით, რომ ის დაგებრუნებინათ?

როგორი იქნებოდა ცხოვრება, თუ მუდმივად სიკვდილთან ბრძოლა, მისი კლანჭებიბისგან საკუთარი დედის დახსნა და წაგებულ ომში მუდმივი ბრძოლა მოგიწევდათ? შეეგუებოდით თქვენს ბედს, თუ გააგრძელებდით მცდელობას? შეეგუებოდით უსიყვარულობას, მუდმივ შფოთვასა და ნემსებზე ჯდომას, თუ დატკბებოდით საკუთარი ცხოვრებით და დაივიწყებდით ყველაფერს, რაც სულს გიფორიაქებთ?

ნორა იკსტენას წიგნი “დედის რძე” გვიამბობს დედა-შვილის ისტორიას. ორივე მათგანი თავად ყვება ყოველდღიურობის, საკუთარი დაკვირვებების, გრძნობებისა და განწყობების შესახებ. ორივე მათგანი განსხვავებულად ხედავს, განიცდის და მოქმედებს. დედას დეპრესიის მორევი ითრევს, შვილი კი მუდმივ მცდელობაშია, რომ ის გადაარჩინოს. დედა გალიისგან განთავისუფლების ერთადერთ გზას სამარადჟამო ძილში ხედავს, შვილი კი სიცოცხლითა და ბავშვური ენერგიით აღსავსე ამას ვერ ეგუება და ყოველ ჯერზე, ყოველ მცდელობაზე მკაცრად რაზავს სიკვდილის კარებს. დედამ იცის, რომ მისი რძე საწამლავია, შვილი კი მაინც ისწრაფვის მისკენ.

“ჩვენ განწირულები ვიყავით, მსოფლიოსგან მოწყვეტილები,  მაღალი ღობით შემოსაზღვრულები, რომელსაც ეკლიანი მავთულები და მებრძოლი ძაღლები იცავდნენ. განწირულები, რაღაც ძილ-ბურანში მყოფნი, და ამისთვის ცხოვრება უნდა დაგვერქმია. მე ამ წრის შუაგულში ვიყავი, უაზრობის რიგითი წარმომადგენელი, და ყოველდღიურად ხელს ვუწყობდუ მის ზრდას.”

საბოლოოდ, “დედის რძე” ყველაფერზეა. თავისუფლებაზე, რეპრესიებზე, რეჟიმზე, რომელიც ადამიანებს ფიზიკურად, ემოციურად, თუ გონებრივად ყლაპავს, დედა-შვილის ურთიერთობაზე, ქალების სურვილებზე, მათ ყოფაზე, უსიყვარულობასა, თუ სევდის მუდმივობაზე.

“დედის რძე” ყველაფერზეა. ყველაფერზე, რასაც ცხოვრებაში ადრე, თუ გვიან ვეჩეხებით.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s