“ბრმა ბუ” – სადეყ ჰედაიათი

გამომცემლობა ინტელექტი.

სპარსულიდან თარგმნა მზია ბურჯანაძემ.

სადეყ ჰედაიათის ნაწარმოები “ბრმა ბუ” თბილისის წიგნის ფესტივალზე მეგობრის რჩევით შევიძინე. წიგნის აღწერაში აუცილებლად ნახავთ, რომ ის მარტოსული, მიტოვებული, საკუთარ ფიქრებსა და გრძნობებში ჩაკარგული ადამიანის შესახებ მოგვითხრობს, თუმცა ვერასდროს წარმოიდგენთ, თუ რამდენად მძიმე ფსიქიკის მქონე კაცის შინაგან სამყაროსთან მოგიწევთ შეხება.

photo_2019-11-06 02.32.22.jpeg

იმისთვის, რომ კარგად ჩაწვდეთ ჰედაიათის ყველაზე ცნობილ და პოპულარულ წიგნს, მნიშვნელოვანია თავად ავტორის ცხოვრების გზის შესახებაც წაიკითხოთ, რადგან მისი ბიოგრაფიის გაცნობის შემდეგ საკმაოდ რთული იქნება წითელი ხაზის გავლება მთავარ გმირსა და ავტორს შორის. პირადად მე გამიჩნდა განცდა, რომ ეს თავად ჰედაიათის შინაგანი ხმა და ამოძახილი იყო, რომელსაც მთელი ცხოვრება გულით დაატარებდა.

წიგნის კითხვის დროს იგრძნობთ, რომ შეულამაზებელ, თამამ და დაუფარავ ადამიანურ განცდებს ხელით ეხებით, რომ დაფათურობთ მთავარი გმირის გონებაში და სულში,  რომ ყველა ის შიში, რომელიც მარტოობას ახლავს თან, რეალურია.

ბევრ სხვა ნაწარმოებსა და რომაში შეხვდებით მარტოსულ, დეპრესიულ და სევდაში მთელი არსებით ჩაძირულ პერსონაჟებს, თუმცა წიგნში “ბრმა ბუ” რადიკალურად განსხვავებულ შემთხვევას ვაწყდებით – აქ მთავარი გმირი სრულიად უიმედოა. მან არ იცის როგორ იცხოვროს დღის სინათლეზე. თითქოს მართლაც ბუა, რომელსაც ღამით ფრენა, არსებობა და სიცოცხე შეუძლია, მაგრამ მისი ცხოვრება დღის შუქია. სივრცე, რომელში ცხოვრებაც მისთვის არავის უსწავლებია.

“წარსული, მომავალი, საათი, დღე, თვე და წალიწადი ჩემთვის ერთია. ბავშვობა, სიბერე – ცარიელი სიტყვებია და სხვა – არაფერი… ამ სიტყვებს მხოლოდ და მხოლოდ ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ვეძებ”.

წიგნში არ არსებობს დრო და სივრცე. ყველაფერი ალოგიკური და თან ძალიან რეალურია. ავტორი ისე დამოგზაურობს წარსულში, აწმყოსა და მომავალში, რომ ამის შესახებ არაფერს გეუბნებათ, არ გაფრთხილებთ და არც არაფერს გაგრძნობინებთ.

საბოლოოდ, ერთი კაცის საკმაოდ მძიმე ფსიქიკური მდგომარეობა, მისი უიმედობა და ცხოვრებისადმი დამოკიდებულება საკმაოდ საინტერესოდაა წიგნში აღწერილი.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s