თვითიზოლაციის დღიური #1

You Haven’t Written Anything Yet!

You Haven’t Written Anything Yet!

You Haven’t Written Anything Yet!

ყველაფერი კარგადაა. კორონავირუსი, პანდემია, თვითიზოლაცია და მილიონი სხვა პირადი საფიქრალი გარშემო, მაგრამ ყველაფერი კარგადაა. საშინლად დაიწყო და საშინლად გრძელდება 2020, მაგრამ წელიწადი რა შუაშია საერთოდ. უბრალოდ, რაღაც ასე მიეწყო. ყველაფერი ერთად და ყველაფერი ერთი მოერეზე უარესი.

თვითიზოლაცი კარგია, მომწონს. სახლში ყოფნა, ჩემი საქმეების მშვიდად კეთება მიყვარს. იდეალურია ეს პერიოდი თვითგანვითარებისთვის. დღიური გეგმა მაქვს ჩამოწერილი: რამდენი უნდა ვიკითხო, რამდენი ფილმი უნდა ვნახო, რამდენი უნდა ვწერო, ვივარჯიშო და ა.შ

კარლო კაჭარავას ნახატით ერთი ძალიან ლამაზი ბლოკნოტი მაქვს. იქ მიწერია ყველაფერი, რაც ყოველდღურად უნდა ვაკეთო და რასაც სამომავლოდ მინდა მივაღწიო. გეგმა დიდია, მთავარია დრო და ძალისხმევა.

2020-03-27 01.16.42

თვითიზოლაციის პერიოდში, რა თქმა უნდა, სერიალების ყურებას ვასწრებ. რამდენიმე მარტივ სიუჟეტიან, გასართობ სერიალს გავუწევდი რეკომენდაციას. ყველა მათგანი Netflix-ზე დევს (რადგან ძირითადად აქ ვუყურებ სერიალებს).

ნუ, ბოჯეკი უკონკურენტოა. რამდენიმე თვეა აღარ მინახავს თავიდან, მაგრამ მაინც სიაში ყოველთვის პირველია.

AJ and the Queen ახალ გამოსული სერიალია. ეიჯეი პატარა გოგოა, რუ პოლი კი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მაღალანაზღაურებადი დრეგ ქვინი. სიუჟეტი მარტივია, არც დიდი მოულოდნელობებითაა აღსავსე, მაგრამ თუ მოდუნება და დასვენება გინდათ, AJ and the Queen წავა.

I an not okay with this – ახალია, საინტერესო, კარგი კოსტუმებით, მუსიკით და ლამაზი კადრებით.

Friends – კლასიკა, რომელსაც სულ ვუყურებ და რომლის გარეშეც სერიალების არც ერთი ჩამონათვალი არ უნდა არსებობდეს.

Friends' super fans can apply to win $1000 to watch sitcom

Feel Good – კარგია. ესეც ახალი დამატებული სერიალია. 6 სერიაა სულ. ლოგინში გორიალის პერიოდში სანახავად ესეც წავა.

TV review: Feel Good is one of the year's best shows - NOW Magazine

სერიალი კარგ გოგონებზე.

ფილმებიც შევარჩიე, რასაც თვითიზოლაციის პერიოდში მინდა ვუყურო:

Pain and Glory

Hustlers

Dolemite Is My Name

System Crasher

Little Women

Once Upon a Time…in Hollywood

Blackkklansman

Coffee and Cigarettes

ასევე, გიზიარებთ GrlzWave-ის ვიდეოს საინტერესო ფილმების შესახებ:

წიგნებს რაც შეეხება, რამდენიმე დღის წინ ეს სამი წიგნი გამოვიწერე. ჯერ ბილი მილიგანის მრავალ გონიერებას და Modern Love-ს ვკითხულობ, ამიტომ მოგვიანებით შევუდგები ამათ. სხვათაშორის ამ ბოლო დროს ‘დავამუღამე’ რამდენიმე წიგნის პარალელურ რეჟიმში კითხვა, ხასიათების მიხედვით, რაც ძალიან მომწონს.

No photo description available.

ისე, წასაკითხი წიგნების სიაში კიდევ რამდენიმეა:

IT’S NOT ABOUT BURKA

ათასი მოელვარე მზე

Zami: A New Spelling of My Name

Americanah

Half of a yellow sun

აქვე ფემინისტური საკითხავი:

და 1-2 საინტერესო ვიდეო თუ გინდათ ნახოთ (რომელიც კორონავირუსს არ ეხება!):

GrlzWave-ის ვიდეო გენდერის სამართლებრივი აღიარების თემაზე:
GrlzWave-ის გადაცემა Wave Talks სექსუალური განათლების მნიშვნელობაზე:

დიდი ხანია, რაც არაფერი ახალი დამიწერია. თვითიზოლაცია კარგი საშუალება აღმოჩნდა საკუთარი თავისთვის დროის გამოსანახად.

ისე, ყველაზე მეტად რამენი მენატრება. შენ?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s