თვითიზოლაციის დღიური #2

ბევრ რამეს ვასწრებ და ვახერხებ სახლში გამოკეტილობის ჟამს. როგორც წინა ბლოგში ვთქვი, უფრო მეტი დრო მაქვს ჩემთვის სასიამოვნო აქტივობებისთვის, ამიტომ ყველაფერი ასე თუ ისე ნორმალურად მიდის.

მთავარი პრობლემა ახლა რაც მაქვს არის ძილი. ინსომნია მაქვს და წამლის გარეშე ვერ ვიძინებ. წამლით და უამრავი საქმის გამო კი დილის 5-6 საათზე მეძინება და და სადღაც დღის 3 საათამდე მძინავს ხოლმე. ნუ, რა თქმა უნდა, დროა ეს ყველაფერი მოვაწესრიგო. როგორ და რანაირად – არ ვიცი.

ისე, ASMR ძალიან კარგი საშუალებაა ჩასაძინებლად. მაგალითად:

ყველაზე კარგი ამბავი ალბათ ისაა, რომ ცოტ-ცოტა ხატვას მივუბრუნდი.

მეორე კარგი ამბავი ისაა, რომ “ბილი მილიგანის მრავალი გონება” დავასრულე. ვერ ვიტყვი, რომ აღვფრთოვანდი, მაგრამ წავა რა. (იმედია) ბლოგსაც დავწერ შთაბეჭდილებებზე.

წინა ბლოგში ვთქვი, რომ პატარა დღიური Task-ები მაქვს, რაც შეძლებისდაგვარად უნდა შევასრულო. სია ასე გამოიყურება:

  • Modern Love-ის ისტორიები უნდა წავიკითხო, ან პოდკასტად მოვუსმინო
  • უნდა ვუყურო ერთ ფილმს შედგენილი სიიდან
  • წიგნის კითხვისთვის მინიმუმ 1 საათი უნდა გამოვყო
  • დღის განმავლობაში საშუალოდ 25-30 წუთი უნდა ვივარჯიშო
  • დღეში მინიმუმ ერთი ონლაინ კურსის ლექცია უნდა გავიარო

ეს სია რიცხვების მიხედვით მაქვს გაწერილი, ამიტომ ყოველდღე ვნიშავ, რა შევასრულე და რა – არა.

წინა ბლოგში სერიალებზე, ფილმებზე და წიგნებზე ვისაუბრე, ამიტომ ამჯერად პოდკასტებზე და სთენდ აფებზე ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას.

ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ისტორიით დავიწყებ პოდკასტებზე ლაპარაკს. მაკა მამიდაჩემი იყო, რომელსაც არ ვიცნობდი და რომლის შესახებაც მხოლოდ მონაყოლი ისტორიებით მსმენია. 9 აპრილს მოიწამლა და თვეების შემდეგ გარდაიცვალა. თვითიზოლაციის დროს თუ ბევრს ვერაფერს ვახერხებ (და ვგულისხმობ GrlzWave-ისთვის ორიგინალური კონტენტის შექმნას), ეს ნამდვილად ის პოდკასტია, რომელიც მიხარია, რომ არსებობს და მიხარია, რომ ჩვენი ძალისხმევით შეიქმნა.

ეს GrlzWave-ის პირველი პოდკასტია, რაც ძალიან მახარებს.

ისე, კი Modern Love-ის პოდკასტებს მე არაფერი მირჩევნია.

My Fav one:

 

მათთვის, ვინც ქართულ პოდკასტებს ეძებს, ვურჩევდი სალომე ასათიანის პოდკასტებს რადიო თავისუფლებისთვის. მოგეწონებათ, მოუსმინეთ.

Stand Up-ებზე მეტად არც კი ვიცი რა მიყვარს. Netflix-ზე თუ რამე დევს ყველაფერი ნანახი და დაზეპირებული მაქვს მგონი, ამიტომ რამდენიმეს გირჩევთ:

კრის როკის Tamborine ჩემთვის პირველია სიაში. სულ მეცინება, იმისდა მიუხედავად, რომ 58-ჯერ მაქვს ნანახი.

ეს სთენდაფიც კარგია. იმისდა მიუხედავად, რომ მისი სხვა შოუები დიდად არ მომწონს, ეს კარგია.

ჩემი ორი საყვარელი ქალი – ელენი და ჰანა გეთსბი.

დღეისთვის სულ ესაა.

P.S რამენი ისევ მენატრება, ამიტომ გადავწყვიტე, რომ სახლში გაკეთება ვცადო. თუ რამე მომივა მიზეზი გეცოდინებათ.

Ciao!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s