“ბილი მილიგანის მრავალი გონება” – დენიელ კიზი

ბილი მილიგანის შემთხვევა ალბათ ბევრი თქვენგანისთვის ცნობილი იქნება. მას მრავლობითი პიროვნული აშლილობა ჰქონდა და იმისდა მიუხედავად, რომ ფსიქიატრები ამ დიაგნოზს 70-იან წლებამდე არ აღიარებდნენ, მილიგანის შემთხვევამ ისინი აიძულა მეტი ყურადღებით მოჰკიდებოდნენ ამ საკითხს.

slide-0

ბილის, რომელიც ბავშვობიდან სასტიკი ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო, 24 ცალკეული პიროვნება ჰყავდა. ამის უმთავრესი მიზეზი სწორედ რომ ის ემოციური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმები იყო, რომლებსაც პატარა ბილი ვერ უმკლავდებოდა. მათგან თავის დასაცავად მისმა ფსიქიკამ განსხვავებული ხერხი მოიგონა და მილიგანმაც ნელნელა სხვადასხვა პიროვნებებად იწყო დაყოფა: ზოგს მეტი ფიზიკური ძალა ჰქონდა, ზოგი მენეჯმენტში იყო უკეთესი, ზოგს ტყუილები და თაღლითობა ეხერხებოდა, ზოგი ტკივილის ამტანი იყო, ზოგს მუდმივი სიყვარული და სითბო აკლდა, ზოგი განგსტერულ ცხოვრებას ეწეოდა და ა.შ

The Minds of Billy Milligan by Daniel Keyes (9781409163909 ...

საბოლოოდ ბილიმ ციხეში გაიღვიძა, სადაც სამი ქალის გატაცებისა და გაუპატიურებისთვის იყო მოთავსებული. სწორედ აქედან იწყებს ამბის თხრობას დენიელ კიზიც. ის ბილის საქმეს გვიყვება დეტალებში. როგორი იყო სხვადასხვა პიროვნებებთან საუბარი, როგორ მონაცვლეობდნენ ისინი ბილის გონებაში, ვის რა ახსოვდა, როგორ მიდიოდა სასამართლო პროცესი, რა ხდებოდა მსოფლიოში განთქმულ ფსიქიატრებთან – სჯეროდათ მათ ბილის ნაამბობის? თუ თაღლითად აღიქვამდნენ მას?

წიგნი უდაოდ საინტერესოა. საინტერესოდ ვითარდება სიუჟეტი, ყველაფერი დეტალურად და დაწვილებითაა მოყოლილი და მკითხველშიც გაურკვევლობას, ან უპასუხოდ დატოვებულ კითხვებს არ ტოვებს.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s