თოვლი მოდის და ყველა ფიფქი თავის ადგილზეა

გაურკვევლობით იწყება. როცა კომფორტის ზონა შენი საწოლი, ჩაბნელებული ოთახი, ასჯერ ნანახი სიტკომი და სევდიანი მელოდები ხდება. თითქოს, სულელური სცენა, სადაც როსი ყვირის “We were on a break!” სიმშვიდეს გგვრის. იცი, რომ ცუდი აქ არაფერი მოხდება, ბოლოს ყველაფერს ბედნიერი დასასრული ექნება. ბოლოს პერსონაჟები კარგად იქნებიან, დაალაგებენ ცხოვრებას, გაიცინებენ ცხოვრებაზე, ერთმანეთზე, წარსულზე. ცხოვრებაში ასე არ ხდება.

გაურკვევლობით იწყება, როცა თითქოს საკუთარი თავი არ ხარ, თითქოს დაკარგე ის ძველი და მხიარული, ბედნიერი, მშვიდი და სასაცილო ათინა. გოგო, რომელსაც ცეკვა უყვარდა, ხატვა, წერა, სეირნობა, ახალი ადამიანები და ურთიერთობები უყვარდა. ფიქრობ, იქნებ, აღარ მომწონს ადამიანებთან ურთიერთობა? იქნებ, უბრალოდ გავიზარდე? მაგრამ სად წავიდა ის ადამიანი, ვინც 22, ან უფრო მეტი წლის განმავლობაში იყავი?

გაურკვევლობით იწყება. იღვიძებ ღამე, ოღონდ ასე არასდროს გაგღვიძებია. თითქოს, კინოში ხარ. საკუთარი ყვირილი და ტირილი გაღვიძებს. ცუდად ხარ და ეს გაღვიძებს. მერე მშვიდად იძინებ იმ იმედით, რომ აღარ განმეორდება, მაგრამ მეორდება და მეორდება. ვერ იგებ, რატომ ვერ გძინავს, რატომ გაქვს სუნთქვის უკმარისობა და სიკვდილის მოლოდინი ჩაძინებისას. ყველაფერი კარგად იქნება, ხვალ დავიძინებ, ხვალ წამალს ვიყიდი, უკეთ ვიგრძნობ თავს. ხვალ დავიძინებ.

გაურკვევლობით იწყება. ყველა სიტუაციაში, ყველა ერთი შეხედვით ბედნიერ მომენტში თავს უცხოდ გრძნობ. თითქოს, you don’t belong there. შენი ადგილი სახლშია, სადაც მარტო იქნები, არავინ შეგაწუხებს და არავის შეაწუხებ. იცი, რომ ცუდად ხარ, ოღონდ მიზეზი არ იცი რატომ. შიგნით სულ შფოთავ, გეტირება, არითმია გაქვს, სუნთქვა არ შეგიძლია, ყველა ფიქრი ერთად მოდის თავში. სახლში გინდა.

გაურკვევლობით იწყება. შეიძლება სარკეში ჩაიხედო, უყურო შენს თავს და გძულდეს ყველაფერი, რაც გაქცევს იმ ადამიანად, ვინც ხარ. გეტირება. ძალიან გეტირება. დგახარ სამსახურში, ოთახში შეკეტილი, უყურებ სარკეში საკუთარ თავს და ხვდები, რომ ყველაფერი მტკივნეულია, შენი არსებობაც, შენც და ისიც, რაც შენში ხდება.

გაურკვევლობით იწყება. ყველაფერი გძულს, რაც ადრე სიამოვნებას განიჭებდა. თითქოს, რაღაც თასქებს ადგენ, ასრულებ, გეგმას მიყვები, მაგრამ თან ყველაფერი უაზროა. რა სისულელეა, რა ვარჯიში, ან რა წიგნების კითხვა? ისევ Friends და ლოგინი, please.

2 responses to “თოვლი მოდის და ყველა ფიფქი თავის ადგილზეა

  1. ბოლო პერიოდია მეც დამეწყო ასე(30წლის ვარ). გაურკვევლობის ამბავი მგონია. როცა რაღაც მდგომარეობა ან ურთიერთობა გაურკვეველია, ან როცა ელოდები რამეს (მაგალითად სახლის აშენებას) და აზრზე არ ხარ როდის დასრულდება ესეც ხომ გშხამავს შიგნიდან? გაურკვევლად ლოდინი.
    პირად ამბავშიც რაღაც მსგავსია და ჩავბნელდი.

    ბოლო კვირაა ან მინდა სულ მეძინოს ან სულ თრობის ქვეშ ვიყო. ჯერ ვუმკლავდები, სურვილის დონეზე ვტოვებ, არ განმიხორციელებია 😂 იმედია არ დაუშვებს უფალი 😁😁

  2. “საიდან ? რატომ? და მერე? რთულია პასუხი გასცე კითხვებზე რომელსაც მხოლოდ ერთი ადრესატი ყავს, ის ვინც ყოველთვის შენთან იქნება მაგრამ ბილომდე მაინც ვერ გაიცნობ, ან არგინდა გაიცნო, ანდაც უკვე იცნობ მაგრამ გინდა უფრო მეტი იყოს ვიდრე რეალურად არის. ვინ იცის, საბოლოოდ მხოლოდ თვითონ თუ შესძლებს ამაზე პასუხის გაცემას.
    უცბად, მოულოდნელად რომ გაგიელვებს აზრი, მაგრამ ასევე უცბად დაგავიწყდება, თითქოს ნაცობი აზრია, უეჭველია ადრეც გსტუმრებია, შენ გააგდე თუ თვითონ წავიდა?
    ისევ, როგორც წინად, თეთრებში გამოწყობილი ხალხი იმ ფერხულში ჩაებმება რომელიც მათ არ დაუწყიათ, არავინ იცის, როდის და ვინ, ამბობენ ასეა, სხვანაირად ვერ იქნება, არც არასოდეს ყოფილა, დაიწყებენ ფიქრს თუ შემდეგი ვინ შეღებონ, ფერი კი, შავია.
    ცაში ვიყურები ხოლმე, ასე, ფიქრების გარეშე რაღაცას რომ მიაშტერდები და თვალს ვერ აცილებ, თითქოს მშვიდად იძირები და გარშემო მხოლოდ შენი მოგონებებია, ეხლა მხოლოდ ის დაგრჩენია გაარკვიო ღირს თუ არა, პასუხი კი ისედაც იცი, ყოველთვის ღირდა, რათქმაუნდა.
    და მაინც როგორ? ცოდოა ადამიანი, ვისაც არ განუცდია, მაგრამ ყველაფერს ხომ თავისი დრო აქვს? არა?
    ისევ მოვა გაზაფული, როგორც იქნა უკვე მერადენჯერ ზამთარი გადავაგორეთ, მაგრამ სუსხი მაინც დაგვიტოვა, აი ისეთი, ხანდახან ღამით რომ არ გაძინებს, დაგაფიქრებს, რომ იქნებ?”. ისევ მოვა გაზაფხული ტუკო.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s