“მთებმა მთებს უთხრეს” – ხალიდ ჰოსეინი

ხალიდ ჰოსეინის შემოქმედებას თუ იცნობთ, მისი წერის სტილი, ამბების თხრობის მანერა და კლიშე plot twist-ებიც კარგად ნაცნობი იქნება თქვენთვის. “ფრანით მორბენალი” და “ათასი მოელვარე მზე” განსხვავებულია წიგნისგან “მთებმა მთებს უთხრეს”. თუ პირველი მამა-შვილურ, მეორე კი დედა-შვილურ ისტორიებს გვიამბობს, ეს წიგნი და-ძმურ ურთიერთობებზე, დაკარგულ ბავშვობაზე, მარტოობაზე, თავისუფლებისა და პასუხისმგებლობების ჭიდილზე გვესაუბრება.

სიუჟეტის ერთ მთავარ ხაზს თან აკინძული აქვს ძალიან ბევრი, ერთმანეთისგან განსხვავებული, მძიმე და ადამიანური ისტორია. ყოველ გვერდთან ერთად იცნობ ახალ პერსონაჟებს, იგებ მათ ყოველდღიურ ამბებს, პრობლემებს, პირად გადაწყვეტილებებს. იგებ, რომ სამყარო არც წიგნის პერსონაჟებისთვისაა შავ-თეთრი და რომ კეთილებად და ბოროტებად არ იყოფიან ადამიანები (როგორც ამას ჰოსეინის სხვა წიგნებში ვხვდებით).

ხალიდ ჰოსეინი კარგად გაყიდვადი მწერალია. ალბათ მოგვწონს მისი მარტივი, ზედმეტი სიმძიმისგან და სიღრმისგან დაცლილი ენა. ავღანელი ”პაულო კოელიოს” შორეული ისტორიები ხანდახან ჩვენთვის ძალიან უჩვეულო, ხან კი ძალიან ახლობელი და ნაცნობია. მისი წიგნებით შეიძლება ვერც ცხოვრებისეული გაკვეთილები მივიღოთ და ვერც ღრმა ემოციებით, თუ შთაბეჭდილებებით ავივსოთ, მაგრამ ფაქტია, დროის გასაყვანად ჰოსეინის წიგნების კითხვა კარგი და ნაცადი საშუალებაა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s