რა უმნიშვნელოვანესი 10 ფაქტი მოხდა ბოლო 10 დღის განმავლობაში?

  1. სამეფო ოჯახმა მოსალოდნელი სიურპრიზი არ დააყოვნა და რაინდად ერთ-ერთი ბრაზილიელი აკურთხა;
  2. გავრცელდა საქართველოს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ვიდეო, რომელშიც ის ამერიკაში კონცერტზე იმყოფება და კარგ დროს ატარებს (ცოტა მოსუქებულა);
  3. გიორგი მარგველაშვილი საერთოდ ცოცხალი თუ არის, არავინ ვიცით;
  4. პატრიარქის ეპისტოლეს დიდი აგრესია და პროტესტი მოყვა;
  5. ვაკის პარკში (მაინც) აგრძელებენ მშენებლობას;
  6. ერთი კვირაა ვცდილობ, რომ მოვიკრიბო აზრები და ნორმალური ბლოგ-პოსტი დავწერო, მაგრამ დროის არ ქონის, სიზარმაცის და ფეისბუკის გამო ვერ ვახერხებ;
  7. დღეს ნათლისღებაა და ჩემს ორ ნათლიას ვულოცავ აქედან;
  8. “შერლოკის” ყურება დავიწყეთ მე რატიმ და სანდრომ (ჯერ ერთი სერია ვნახე ოღონდ);
  9. როგორც გავიგე, გიგი უგულავა ცოლმა მიატოვა (ვუთანაგრძნობ);
  10. ისევ და ისევ ვსუქდები და ვსუქდები.

პ.ს. ვიმედოვნებ, რომ საინტერესო პოსტს მალე დავწერ !!

4 responses to “რა უმნიშვნელოვანესი 10 ფაქტი მოხდა ბოლო 10 დღის განმავლობაში?

  1. მერვე პუნქტი მომეწონა ❤
    გადასარეობა, ერთადერთობა და განუმეორებლობაა შერლოკი !

    • აჰამმ.. მაგრამ სამწუხაროდ ხშირად ვერ ვუყურებთ, მაგრამმ მაინც მომწონს :»

  2. ცოლმა მიატოვაო-ეგ მომეწონა ^^ არც უგულავა მეხატება გულზე და მისი დაბერილტუჩება, კულტურულად ვიტყვი და ,მსუბუქი ყოფაქცევის ცოლი მითუმეტეეს ..) ^^

დატოვე კომენტარი