“ბრაზილია” – ჯონ აპდაიკი

გამომცემლობა: “დიოგენე”

მთარგმნელი: ზაზა ჭილაძე

კოპაკაბანის ხალხმრავალი და ხმაურიანი სანაპირო, ლურჯი, კამკამა წყალი, მოწმენდილი ცა და მცუნვარე მზის სხივები, რომელიც 18 წლის იზაბელს john updike brazil illustration-ის სურათის შედეგისასიამოვნოდ ელამუნება სხეულზე. იზაბელი ცნობილი და საკმაოდ შეძლებული პოლიტიკოსის შვილია. მას ჯერ ცხოვრებაში ბევრი არაფრი გამოუცდია – მხოლოდ მამის ყურადღება, ფუფუნებაში ცხოვრება და ყველა სურვილის წამებში ასრულება. სანაპიროზე კი იზაბელთან ახლოს, რიოს ყველაზე ღარიბ და ღმერთებისგან მიტოვებულ ადგილას დაბადებული და გაზრდილი, 19 წლის ტრისტაო ზის. არც მას გამოუცდია ბევრი რამ ცხოვრებაში, თუ არ ჩათვთვლით მუდმივ შიმშილს, ალკოჰოლიკ, სექს-მუშაკ დედასა და მუდმივად საჭმლის ძიებაში ყოფნას. ტრისტაოს არ უგემია, თუ როგორია ფუფუნება, როგორია მზრუნველობა, როგორია გემრიელი საკვები და ფუმფულა საწოლში ძილი.

ეს ორი, სხვადასხვა სამყაროში მცხოვრები ადამიანი ერთმანეთს სწორედ კოპაკაბანის სანაპიროზე გადაეყრება. ამ მომენტიდან კი იწყება მათი უცნაური, საინტერესო და ირაციონალური რწმენებით გაჯერებული ურთიერთობა. დიდი ვნება და მიზიდულობა, ბედისწერის არსებობის რწმენა და ბავშვური სიჯიუტე ტრისტაოსა და იზოლდას საბოლოოდ შეაკავშირებს ერთმანეთთან.

გაუძლებენ რთულ გზასა და ამ გზაზე არსებულ ყველა განსაცდელს? შეძლებენ ბედნიერად ცხოვრებას? – პასუხს ჯონ აპდაიკის წიგნში “ბრაზილია” წაიკითხავთ, რომელიც თანამედროვე ვერსიაა  დრამისა “ტრისტანი და იზოლდა”.

 

 

დატოვე კომენტარი